RSS

მე და ლადო

ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა ეს პოსტი. ამ თემაზე ჩანაწერი კი მაქვს ბევრი,მაგრამ ის მაინც დღიურია, ბლოგი მაინც ბლოგია. რადგან ვწერ, ესე იგი მინდოდა გაზიარება. ამ რამდენიმე დღის წინ კი ვუთხარი ჩემს ძმას აღარ მინდა ბლოგითქო თან არაფრით გამორჩეული ბლოგი მე არ მაქვს. საერთოდ ქართული ბლოგსივრცის 90% არ მომწონს. იშვიათად თუ წავაწყდები მართლა საინტერესო პოსტებს ზოგჯერ მთელი ღამეც მიკითხია ბლოგები,მაგრამ მაინც ცოტაა მართლა კარგი. ძირითადად ერთი და იგივე თემის გადაღეჭვა და გამეორებაა. თან ეს ძალით ყველაფრის კრიტიკაც მაღიზიანებს. ყველაზე მეტად მომბეზრდა ვითომ განსხვავებული (ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა ჩემი მიზეზები მაქვს) ადამიანების ფრთიანი ფრაზები ნუ ერევით ჩემს ცხოვრებაში. ატრიალებენ იგივეს და ვერ ან არ ხვდებიან რომ დებილური ჭორაობით და ხშირად უადგილო ცინიზმით თვითონაც უაზროდ ცხვირს ყოფენ სხვის საქმეში.

ბლოგი უსაქმურობის დროს გავაკეთე. თვენახევარი არდადეგები მქონდა. ჩემი საძულველი თებერვალი იყო. მეზიზღება ეს თვე ქარის და უაზრო ყინვების გამო ძირითადად სახლში ვარ ხოლმე. გასახალისებლად დავრეგისტრირდი საიტზე და მივხვდი რომ არც ისეთი ცუდი ყოფილა ბლოგერობა. ჩემი ბლოგი არის ახლო მეგობრებისთვის,ოჯახისთვის. ბევრი ლაპარაკი რომ მიყვარს ყველამ იცის და ხშირად მგონია რომ ამ ჩემი აზრებით ტვინს ვუჭამ ხალხს, ხოდა ჯობია დამეწერა და გამეზიარებინა რასაც საჭიროდ მივიჩნევდი. თორემ რასაც ქვია წერა და ნამდვილი აზრების ფრქვევა დღიურში ხდება. პატარა ჩანახატების გავაკეთე და მსიამოვნებს. ჩემი ბლოგი პირველ რიგში ჩემთვისაა.

ძალიან გამიგრძელდა შესავალი. არაუშავს. არ ვიცი რატომ მომინდა მაინცდამაინც ახლა ამის დაწერა თან გამოქვეყნება. რაც არ უნდა იყოს დავწერ.

ბავშვობის მოგონებებიდან ძალიან ბევრი ნათლად მახსოვს. ზოგჯერ მოგონებებადაც ვერ აღვიქვამ იმდენად ახლოს მეჩვენება და ყველაფერი დეტალებში მახსოვს. 12 წლის ვიყავი ჩემს თავს შევპირდი რომ ყოველთვის მემახსოვრებოდა როგორი ბავშვი ვიყავი. ყოველი წელს დავიმახსოვრებდი რომ არასდროს მქონოდა გაუცხოება ბავშვებთან და არასდროს დამვიწყებოდა საიდან ვიწყებდი განვითარებას.  ჩემი ბრძნული აზრებით ( მაშინ განსაკუთრებით ბრძენი მეგონა ჩემი თავი ვამტკიცებდი რომ ალპინისტი თუ ვერა დიდი მეცნიერი მაინც გამოვიდოდი ) გათამამებულმა დავიწყე დღიურების წერა. ყველა დღიურის პირველ გვერდზე დაახლოებით ერთნაირი ტექსტი წერია. ვინ ვარ მე, რა მიყვარს, რა გეგმები მაქვს. თან ჩემს თავს ვპირდები რომ დღიური ძალიან ბანალური რომ არ იყოს მხოლოდ იმას ჩავწერ რაც ნამდვილად დასამახსოვრებელია. ამასთან აუცილებლად ვწერდი ჩანახატებს, ფიქრებს. 12 წლიდან მოყოლებული 7 ასეთი დღიური დამიგორვდა 🙂 1 წელი ჩავაგდე. ახლა ვზივარ და კარგად ვხალისობ. თან შენახული მაქვს სკოლის რვეულების უკან ჩემი და ჩემი დაქალების ჭორაობები 🙂 საიდან სად წავედი. ძალიან ბევრი შეიძლება ბავშვობაზე დაიწეროს განსაკუთრებით ჩემი 7 ტომიდან. 🙂

არ მახსოვს 8 თუ 9 წლის ვიყავი. მთელმა ოჯახმა ერთად ვნახეთ ერთი იტალიური ფილმი ებრაელ მამა-შვილზე, რომლებიც ბანაკში მოხვდებიან. პატარ ჯოშუას  ყველაზე მხიარული და საყვარელი მამა ყავს, რომელიც შვილს მალავს და თან ატყუებს რომ ყველაფერი თამაშია. მახსოვს პირველი ფილმი იყო რომელმაც გავლენა მოახდინა და იმ დღიდან მოყოლებული გავხდი კინომანიაკი. ყველაზე მეტად რაც დამამახსოვრდა იყო შეგრძნება რომ ამ ფილმზე ბევრი ვიცინე და თან დედაჩემის ცრემლიან თვალებს რომ შევხედე მივხვდი რომ მეც უნდა მეტირა, იმიტომ რომ თან ძალიან მინდოდა ტირილი. მერე ბებიას მოვუყევი ( ბებია ახლაც ჩემი ყველაზე მაგარი დაქალია მაშინაც პირველი ყველაფერს ბებიას ვეუბნებოდი) და ვკითხე რომ დედამ იტირა, მეორე ბებიამაც იტირა, გიომაც იტირა და მე კიდე სანამ ვიტირებდი ბევრი ვიცინეთქო. გაეცია ბებიას ( ყველაზე კეთილი და ჭკვიანი ბებია მყავს მე) და მითხრა იმიტომ რომ ესეა შვილო ცხოვრებაში იცინებ და იტირებ ბევრსო მთავარია სიცოცხლის ხალისი არ დაკარგო თორემ ეგ ცხოვრების წესიაო. მერე ამიხსნა რას ნიშნავდა თეატრის ნიღბები და იმ დღიდან მოყოლებული ჩავიბეჭდე რომ როცა გეტირება მაინც უნდა გაიცინო. მერე გავიზარდე, ინტერენტში შევძვერი, ვიპოვე ერთი გადარეული იტალიელი (ფილმის რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი) ვნახე რომ ფილმს ერქვა ,,ცხოვრება მშვენირია’’. გადმოვწერე და იმის მერე დევს ჩემს დ დისკზე წაუშლელად. ბებიამ და რობერტო ბენინიმ შთამაგონეს რომ ცხოვრება მშვენირია და არც იციან როგორ დამეხმარნენ.

აი მივედი პოსტის სათაურამდე. კიდევ ერთი მოგონება ბავშვობიდან. ნაცრისფერი წიგნი, რომელსაც ირემი ახატია და რომელიც ასე ხშირად უჭირავს მამას. პირველ გვერდზე ყურძნებიანი და ბროწეულებიანი ქალი ხატია. მამა კითხულობს, ხშირად ეღიმება. აღარ მახსოვს მე ვთხოვე თუ თვითონ მითხრა. მამამ წიგნი გადაშალა და მაშინ პირველად გავიცანი ლადო.და ლადოსთან ერთად პირველად გავიგე ვინ დახატა უცნაური ჟირაფი, დათვი,რომელიც მგელს გავდა, სასაცილო მეთევზე ( სულ სასაცილოდ მეჩვენება) 4 ის ან 5ის ვიყავი , იმიტომ რომ ბაღში დავდიოდი და მახსოვს როგორ შემაქო მასწავლებელმა რომ ვიცოდი ვინ იყო ფიროსმანი და ძალიან ბევრი ლექსი ზეპირად. ადრე ძალიან ბევრს ვსწავლობდი, განსაკუთრებით ჩაციკლული ვიყავი პატრიოტულ ლექსებზე. ახლა 2 სტროფსაც ვერ ვსწავლობ ზეპირად. ასე შევიყვარე ლადო. ასე ვისწავლე თითქმის ყველა ლექსი. პირველად დამაინტერესა ვინ იყვენენ ეს კრწანისელები (ბებია მიყვებოდა მერე ჩემი ასაკის შესაფერისად), პირველად ვთხოვე მამას აეხსნა ზუსტად რა ოყპ სამშობლო, სად იყო ამდენი ყაყაჩო, სად იყო ოქროყანა, ვინ იყო თამარი, რატომ უნდოდა ამ კაცს უფრო ლამაზი ცოლი, გავიგე ვინ იყო ფიროსმანი და ა.შ. მაგრამ მაინც ალბათ პირველად იმიტომ მიმიზიდა ამ წიგნმა როცა გავიგე ვინმე ლადოს დაწერილიაო. მამაჩემსაც ლადო ქვია.

და აი აქ ცოტა დრამაც. მე ყველაზე საყვარელი, ყველაზე თბილი, ყველაზე ჭკვიანი მამიკო მყავს ამ ქვეყანაზე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და მამაჩემს ლადო ქვია. დედა და მამა მაშინ დაშორდნენ თვეების რომ ვიყავი და ვერასდროს ვერ წარმომედგინა გონებაშიც ვერ ვუშვებდი როგორი შეიძლება იყოს ნამდვილი ოჯახი. დედა, მამა და შვილები. იმიტომ რომ მე არასდროს მქონია ისეთი, როგორიც მინდოდა, მაგრამ ხშირად არ ვდარდობდი ხოლმე. მამა ძალიან ხშირად მოდიოდა ჩვენთან. ყველაზე თბილი მოგონებები სწორედ ამ დროს უკავშირდება. მე და გიოს ( ჩემი უფროსი ძმა) განრიგიც კი გვქონდა. ერთ შაბათ-კვირას ის ატარებდა მამასთან, ბებისთან და ბაბუასთან, მეორეს მე. მთელი კვირა ველოდებოდი პარასკევს, როდის მოვიდოდა მამა,  ჩავჯდებოდით მარშუტკაში მე მოვუყვებოდი ყველაფერს,  დავუსვამდი ათას შეკითხვას (ერთხელ მახსოვს ძალიან დამაინტერესა რატომ დამყვებოდა მთვარე და მამამაც ისე სერიოზულად მიპასუხა შენ ხომ ძალიან ლამაზი ხარ და ვერ გშორდებაო, მეც დიდი ხანი მჯეროდა რომ მთავრეს ძალიან ვუყვარდი) მერე რამდენჯერმე მითხოვია მთვარისთვის (რა ვიცოდი მაშინ ბარათაშვილი და რომანტიკოსები) ისე გააკეთე მამაც სულ დამყვებოდესთქო. ახლაც ყოველთვის როცა მთვარე ამოვა მგონია რომ მამა მიყურებს. მამა მასწავლიდა ლექსებს, მამა ამაყობდა რომ ბევრი რამე ვიცოდი და ახლაც ამაყობს, მე და მამას ჩვენი საიდუმლოებები გვქონდა, მამას მივყავდი პატარა მწვანე კაფეში და მაჭმევდა ნამცხვარს, მამამ წამიყვანა პირველად თეატრში, მამა მიყვებოდა ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს, თმაზე მეფერებოდა , მეხმარებოდა ხატვაში. მამა ჩემი სამყაროს ცენტრი იყო.

ერთხელ ბებია მოვიდა. დედას დიდი ხანი ელაპარაკა, მერე დედა გამოვიდა და ჩვენ მამასთან წავედით, მერე მე ის დღე სამუდამოდ ჩამებეჭდა. მამას ცოლი ყავდა. ახალი ცოლი. იმდღეს ჩემი სამყარო დაინგრა. არ ვიცი რატომ, მე და გიოს ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, მაგრამ ვიცოდი რომ რაღაც შეიცვლებოდა და ძალიან შემეშინდა რომ მე და მამა ერთად ნეკათითჩაკიდებულები ვეღარ ვივლიდით, რომ მამას ჩვენთან ვეღარ მოვიდოდა და ზღაპარს ვეღარ მოგივყვებოდა. 8 წლის ვიყავი და გავიფიქრე ალბათ 8 წელი ყველაზე ცუდი ასაკიათქო.

ბევრი რამე შეიცვალა. მერე გაჩნდა ჩემი მეორე ძმა. ისე ძალიან მინდოდა და,მაგრამ დაჩისაც არაუშავს ფაქტიურად გიორგის პატარა ვარიანტია. 12 დღის იყო პირველად ხელში რომ დავიჭირე და ვთქვი (სერიალების გავლენით ალბათ) რომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქალი ვიყავი. 🙂 (თან დაჩი ჩემი დაბადების დღის მეორე დღესაა დაბადებული რაც ძალიან გამიხარდა) მახსოვს ჩემთვის ვთქვი რომ როგორ უნდა მეცხოვრა დაჩის გარეშე. ძალიან ბედნიერი ვარ პატარა , ჭიჭყინა ძმა რომ მყავს.

ხომ გითხარით მსოფლიოში ყველაზე საყვარელი მამა მყავსთქო. ბევრი რამე შეიცვალა, იყო ბევრი ტკივილიც განსაკუთრებით პატარა გოგოსთვის. მაშინ მივხვდი რომ ჩემი ყველაზე ახლობელი, ჩემი ყველაფერი ან არ ვიცი რა სიტყვა მოვუძებნო იყო ჩემი უფროსი (1 წლით, ანუ ტოლები ვართ თითქმის) ძმა. უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის, ახლაც ასეა და მთელი ცხოვრება ასე იქნება. მოხდა ისე, რომ მხოლოდ დიდმა დავაფასე ნამდვილად მამა. ლადო ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ჩვენ ბედნიერები ვიყოთ. მე და მამა ხშირად ვლაპარაკობთ თან ჩვენ ძალიან ვგავრთ ერთმანეთს. ერთნაირი აზრები გვაქვს, ფიზიკურადაც ვგავართ ძალიან. ყოველ ღამე ძილის წინ პირველი მამას ვახსენებ და მგონია რომ გრძნობს. მე ისევ მამიკოს გოგოდ დავრჩი. ერთმა ბიჭმა მითხრა კიდეც განებივრებული მამიკოს გოგო ხარ და მთელი ცხოვრება ბავშვად დარჩებო. ჩემი რეაქცია იყო ძალიან მოულოდნელი იმიტომ რომ დიდ კომპლიმენტად მივიღე. მერე საერთოდ გამანება თავი.  ძალიანაც კარგი. არასდროს არ მითქვამს მამასთვის ეს პირდაპირ, ვიცი ამას წაიკითხავ, გული გეტკინება ალბათ ბევრ რამეზე მაგრამ თან გაიგებ კიდევ უფრო როგორ მიყვარხარ. არასდროს მითქვამს მიუხედავად იმისა  რომ ყველა ბიჭი ვინც მომწონებია იყო საზიზღარი ხასიათის,მაგრამ ჭკვიანი, ყველა ბიჭში მამას თვისებებს ვეძებდი. როულ მოდელი თუ არ ვიცი რა დავარქვა. მამაჩემისნაირი მეორე მაინც არ არსებობს, მაგრამ მსგავსს მაინც თუ შევხვდები აი მაშინ მართლა დავფიქრდები სერიოზულად ( შენ და დედას ასე რომ განაღვლებთ ეგ საკითხი. თან შენი სახე უნდა გენახა მამა როცა გაგეხუმრე რომ შეყვარებული მყავდა. ფერი დაგეკარგა 🙂

ბოლოს ისევ ლადო. ისე ლადო მამაჩემისთვის არასდროს დამიძახია. წლების მერე ჩემს პატარა ბიძაშვილებს ვასწავლი ლადოს ლექსებს, დაჩიმ უკვე ბევრი იცის ზეპირად და ამაყობს, როგორც მე ვამაყობდი ხოლმე. ყოველთვის როცა წიგნების თაროს ვწმენდ, იმ ნაცრისფერ წიგნს გულგრილად ვერ ჩავუვლი. თან ასათიანის ქუჩაზე ვსწავლობდი და ვამაყობდი. ლადო ასათანი რაღაც ძალიან პირადულთან ასოცირდება. ყველაზე საყვარელ ადამიანთან, ამიტომ ჩემებურად მიყვარს სხვა რომ ვერ გაიგებს ისე.

მა გიყურებ, მიხარია, ვამაყობ შენით. შენც მიყურებ, გიხარია, ამაყობ ჩემით და შეიძლება ნეკის თითები არ ჩავკიდოთ ერთმანეთს მაგრამ აგერ რამხელა პოსტი დაგიწერე. არ გამიბრაზდე სასვენ ნიშნებზე. არ ვიცი რა დამართა აი ასე მომინდა ძალიან წერა. ამოუწურავი ხარ მა, ვერასდროს მაინც ვერ ჩაგატევ სიტყვებში. შენ ბენინიზე უკეთესი მამა ხარ, მე შენი ახლაც ისე მჯერა რეალზე რომ გამეხუმრე ერთხელ და ისეთი უაზრობა მითხარი გიო ახლაც რომ დამცინის,მაგრამ მე ეჭვიც არ შემიტანია შენს სიტყვებში, ან მაშინ ზებრის ხორცზე რომ მომატყუე ( ისე ხომ ხედავ რომ ესე მჯერა და ნუ მეკაიფები:) ) აი ასე ! ჩაეხუტეთ თქვენს მამიკოებს.

მიყვარხარ ჩემო მოხუცო მამიკო.

შენი სენტიმენტალური და ტვინშერყეული შვილი 🙂 ყველაზე გულწრფელი პოსტი გამომივიდა. 🙂

 
9 Comments

Posted by on სექტემბერი 29, 2011 დუიმი დაუხარისხებელი

 

ხევსურეთი ანუ იქით და აქეთ.

დიდი ხანია ჩემი პატარა შინაურული ბლოგი არ გამიხსენებია. არადა ძალიან ბევრი რამე მოხდა ბოლო პოსტის შემდეგ,მაგრამ დაპოსტვა არ მინდოდა. პატარა ბლოკნოტი ვიყიდე და იქ ვაკეთებდი ჩანაწერებს. ის,რამაც მაიძულა გამოუძინებელს, დაღლილს და მშიერს დამეწერა ეს პოსტი არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გიჟური 4 დღე ხევსურეთში.

ყველაფერი დაიწყო წინა წელს  როცა გადავწყვიტე ამესრულებინა დიდი ხნის ნატვრა და სადმე წავსულიყავი კარვებით მეგობრებთან ერთად. პირველად ჩარგალში წავედით. სრულიად მოუმზადებლები ვიყავით. კარგადაც დავიღალე და გავაცნობიერე რამხელა სტრესია ფეხით სადმე წავსლა,მაგრამ ჩარგალშივე ძალიან მომინდა კიდევ ერთი სურვილის ახდენა და ხევსურეთის ფეხით შემოვლა.  ვინს ნამყოფია კარვებით მიხვდება რა გრძნობაა უზომოდ დაღლა,როცა ყველა კუნთი გტკივა,როცა მძიმე ჩანთისგან ზურგი და კისერი პარალიზებული გაქვს და ფეხებს ვეღარ გრძნობ,მაგრამ მაინც ატან თავს ძალას რომ იარო,როცა ფსიქოლოგიურადაც ტყდები და წამიერად მაინც გაგიელვებს უკან დაბრუნების აზრი, არც მანქანა დადის რომ გაგიყოლოს, ან არ გიჩერებს 🙂 მაგრამ ამასთან ერთად უამრავი მოულოდნელობა,ულამაზესი ბუნება, ცეცხლი, მეგობრები და ის დიადი წამი როცა დანიშნულ ადგილს მიაღწევ. ამასთან იმდენ რამეს აღმოაჩენ თურმე რამდენი შეგძლებია, როგორ შეგიძლია მოიქცე ექსტრემალურ სიტუაციებში, როგორ გიყვარს მეგობრები, მოკლედ ყოველი ლაშქრობის შემდეგ ჩემი თავის რწმენა მემატება. ამიტომ ყველა ადამიანი ვისაც თავგადასავლები უყვარს (და ვისაც არ უყვარს მაინც) ერთხელ მაინც უნდა წავიდეს ასეთ ადგილას. ახლა გადავალ უშუალოდ ხევსურეთზე

დღე პირველი : თბილისიდან 4 საათზე გამოვედით ბარისახოს ავტობუსით. ერთადერთი ტრანსპორტი დადის მგონი კვირაში ერთხელ ან ორჯერ. ავტობუსი საოცარ ხმებს გამოცდემდა, თან მეგონა ნაწილებად დაიშლებოდა, თან იმდენი ხალხი იყო ჩამოკიდებული ერთ მომენტში შემეშინდა მოსახვევში სიმძიმისგან არ გადავარდნილიყო. მე გამიმართლა და სკამზე დავჯექი. 3 საათზე მეტი ვიმგზავრეთ და უკვე საკმაოდ დაღლილები შებინდებულზე ჩავედით ბარისახოში. იქვე დავბანაკდით, მაშინ რა ვიცოდით რომ პირველი ღამე ყველაზე კომფორტული იქნებოდა და სანატრელი გაგვიხდებოდა.

მიუხედავად იმისა რომ არ მიძინია და ცოტა შემაშინეს ბიჭებმა ჭინკებზე და მაქციებზე ლაპარაკით, მაინც ძალიან კარგი იყო. რჩევა პირველი : ღამე ცეცხლთან არავითარ შემთხვევაში არ მოუსმინოთ ამბებს მგლებზე, ჭინკებზე,დათვებზე, ბოროტ ძალებზე. განსაკუთრებით როცა ტყეში ხარ თორემ მერე ყველა ტოტის გადატეხვის ხმა მგელი გგონია. ამას დაემატა კლაუსტროფობიის შეტევები. როგორც კი კარავში შევდიოდი და ვაცნობიერებდი რომ უჰაერო სივრცეში ვიწექი, პანიკაში ვვარდებოდი, ყოველ წუთს ვიხედებოდი საჰაეროდან ბოლოს კი ისე გიჟივით წამოვხტი ჩემი კარვის მეზობელს გული გაუსკდა და კარგადაც დამცინა 🙂 რჩევა მეორე : თუ გაწუხებთ კლაუსტროფობია დაწექით შესასვლელში, არ დახუროთ კარებისდამაგვარი რომაა ის ბოლომდე, შეიტანეთ ფანარი და შედარებით მშვიდად დაიძინებთ. მერე რა კი შემომიხტა რამდენიმე პეპელა და პატარა კალია. მოკლედ პირველი ღამე კარგი იყო,გავერთეთ, ჩანაწერები გავაკეთე, ჯერ არ ვიცოდით რა გველოდა 🙂

დღე მეორე : დილით  6ზე ავდექით, ვისაუზმეთ და ოპტიმისტურად გაწყობლოები გავუდექით გზას. რჩევა მეორე : აუცილებლად წაიღეთ წყლის ასადუღებელი საშუალება. ცხელი ჩაი და საერთოდ იქ ცხელი ყველაფერი ენერგიას შეგინარჩუნებთ. მივდიოდით ულამაზეს ბუნებაში. არ ვიცოდი საით გამეხედა ამ მთების და მდინარეებს შემხედვარე. მალე მზემაც დააჭირა და შუადღისკენ უკვე ძალიან გაგვიჭირდა. მაინც ძალიან კარგად ვიარეთ. ჩვენ თვითონვე გაგვიკვირდა ისე სწრაფად მივედით პირველ პუნქტამდე. გავიარეთ სოფლები : გუდანი,ბისო და ხახმატი. სამივე ძალიან ლამაზი სოფელია. აქა-იქ ძველი კოშკებია. მთიდან ჩამოშლილი ქვისგან ( შატილიც და ყველა კოშკიც) არის ნაშენი. ბისოში პირველად ავბობღდი კოშკზე (უფრო სწორად კოშკთან) საოცარია როცა გადმოიხედავ ასეთი ადგილიდან წინ კავკასიონია, შენ იმსიმაღლეზე დგახარ და გავიწყდება რომ 21-ე საუკუნეა.

თითქოს ისტორიის ნაწილი ხარ. დიდი გაჭირვებით მზეში გავიარეთ ხახმატიც. მე უკვე ისეთი დაღლილი ვარ არც კი ვლაპარაკობ ენერგია რომ დავზოგო. 3 კაცთან ერთად ჩამოვრჩი ჯგუფს და აი აქ ძალიან გაგვიმართლა. გამოჩნდა მარშუტკა და ავესვენეთ. იქ რამდენიმე ჩვენნაირი დაგვხდა 3 ქართველი და 2 მოლდოველი. მძღოლმა შატილში წაყვანა შემოგვთავაზა,მაგრამ ჩვენს მეგობრებს არ გაუჩერა და ამიტომ მხოლოდ უღელტეხილამდე გავყევით. ისე უკან ჩამორჩენა არც ისე ცუდია. რამე თუ გამოივლის ჯერ შენ გაგიჩერებს 🙂 აი უღელტეხილიც. 3200 მეტრი ზღვის დონიდან. ალპური ზონა. ისეთი ქარია,გგონია წაგიღებს. ვერც ცეცხლს დაანთებ ხის ნასახიც არაა. მზეც ჩადის. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ 9 კაცი ამსიშორეზეა ამოსასვლელი. ეჭვი შემეპარა რომ მოასწრებდნენ დაღამებამდე. ცოტა შემეშინდა. გადავწყვიტეთ 1-2 საათი დაგვეცადა და შემდეგ დაბლა ჩავსულიყავით. თან გავაცნობიერეთ რომ თუ ტყემდე ვერ მივაღწევდით კარავს ვერ გავშლიდით ქარი წაიღებდა,ვერც ცეცხლს დავანთებდით. ამ დროს 2 ცხენოსანი დაგვადგა. მანამდეც შევხვდით და ერთმა კინაღამ ძალით შემსვა ცხენზე.წამომცდა რა ლამაზი ცხენიათქო და ისიც მაშინვე ჩამოხტა მოდი გააჭენე ან შემოგისვამო. გული გამისკდა .რჩევა მესამე : ხევსურეთში თუ ხართ ზედმეტი ხმა არ გასცეთ ხევსურ ბიჭებს, თორემ ჩემ დღეში აღმოჩნდებით. არა დიდი მადლობამეთქი და ისეთი ხმით მითხრა რაის მადლობა მოიწიე ერთიო, შევისვამთ გოგოებსო, თან სოფელშიც დაგვპატიჟა,ღამეს გაგათევინბთო,ტელეფონიც ჩაიწერა, მერე ჯერ არაყი გვთხოვეს, მერე წყლის ბოლო წვეთები ცხენს დაალევინეს. ძლივს დავარწმუნეთ რომ არ დავტოვებდით მეგობრებს და წავიდნენ. საბედნიეროდ არაყი და ჭაჭა გვქონდა. მოვიხურეთ ჩვენი საძილე ტომრები და გასათბობად დავიწყეთ სმა. ერთ ჭიქაში ვთვრები ხოლმე აქ მგონი 6-7 დავლიე.

 ვცდილობთ გავთბეთ.

გავითიშე ისე დავთვერი. თავში ყველაფერი ტრიალებდა,მაგრამ მაინც ისტერიულად ვიცინოდი. ახლა მივხვდი რატომ სვამენ ამდენს მთაში. ამ დროს დავინახეთ რომ მოსახვევში ( ჩვეულბრივი მოსახვევი კი არაა 1-2 კილომეტრზე მეტი იქნება თან საშინელი აღმართი) ჩვენები გამოჩდნენ. ბოლოს ასე რა გამიხარდა არ მახსოვს. და აი აქ გავაანალიზე როგორ მიყვარს ჩემი მეგობრები. მაშინვე ფრენა-ფრენით დავეშვი დაბლა და ბარგი გამოვართვი. ისეთი მთვრალი ვიყავი ვბარბაცებდი და რამოდენიმეჯერ კინაღამ დავგორდი. გავუდექით ისევ გზას. გვეგონა ტყე ახლოს იქნებოდა. ამ დროს დაგვიღამდე უკენეთი სიბნელე იყო გზის პირას არც დასაბანაკებელი ადგილი იყო. აი ამ დროს გამოჩნდა 3 ცხენოსანი. აიკიდეს ჩვენი ბარგი და წავედით ჩვენ თვითონაც არ ვიცოდით სად. ბოლოს ძალა გამოგვეცალა და დავბანაკდით ისეთ ადგილას რომ არც ტყე იყო და არც თავის შესაფარებელი  ამასთან უკუნეთი სიბნელე. გავშალეთ კარვები და აი აქ დაიწყო ყველაზე დიდი საშინელება. ასეთი კოკისპირული წვიმა არასდროს მინახავს. ქარმა კინაღამ მოგლიჯა კარვები. მთელი ღამე ისე წვიმდა ჯერ მარტო ის საზარელი ხმა მაშინებდა წვიმის წვეთი კარავს რომ ეცემოდა. ყველგან წყალი შემოვიდა. აღმოვჩნდით პატარა ტბაში. ყველა საძილე ტომარა და ჩანთა დასველდა. დილით როგორც კი გადაიღო მაშინვე წამოვხტით. მგონი 6 საათიც არ იყო. ბოლომდე გალუმპულები ვიყავით,სველი ჩანთები გვეკიდა, გამოსაცვლელი ტანსაცმელიც კი დასველდა,მაგრამ მაინც არ გადაგვიფიქრია შატილში წასვლა. ოთხი კაცი უკან გაბრუნდა იმ იმედით რომ დღის ბოლომდე  მიაღწევდბნენ ერთ-ერთის ბიძის სახლს. ჯერ ვერ ვეხმიანები მაგრამ ვიცი რომ ჩამოვიდნენ.

 

დღე მესამე : დავრჩით 9. გალუმპულები წამოვედით იმ იმედით,რომ მზე გამოვიდოდა ტანსაცმელი მაინც შეგვაშრებოდა,შეშას ვიპოვიდით. არცერთი არ მოხდა. მივდიოდით ნისლში და წვიმამ ისევ მოგვისწრო. ამ დროს დავინახეთ ერთადერთი სახლი. ჩავჭიდეთ ერთმანეთს ხელი და გადავლახეთ აჩქარებული და ადიდებული მდინარე. შევვარდით სახლში. მიტოვებული სახლი იყო ან მეცხვარის და დროდადრო მოდიოდა. რაღაც კარები იყო მიყუდებული დავჩეხეთ და დავწვით. სხვა გზა არ გვქონდა. ვითომ გავაშრეთ ტანსაცმელი, ცხელი საჭმელი (ანაკომის სუპი ) შევჭამეთ და წამოვედით. ისევ მდინარე უნდა გადმოგველახა ფეხით. აი ამ დროს ისევ ის 3 ცხენოსანი დაგვადგა. ვდგავარ მდინარის პირას, სულ სველი,პანიკაში ვარ იმიტომ რომ 100 % გატოპვა მომიწევს. ამ დროს მოდის თეთრცხენიანი ყმაწვილი,შემისვა ცხენზე და გადამიყვანა. პირველად ვიჯექი ცხენზე თან უნაგირი არ ქონდა. ძალიან მეშინოდა.რამდენიმეჯერ წაბარბაცდა და ისე ვეჭიდებოდი მხედარს მგონი გულ-მუცელი ჩავუნგრიე 🙂 დაილოცოს ჩემი მხსელი.  ბევრი რომ არ გავაგრძელო ამ დროს ისევ ჩამოვრჩი. გამოარა მანქანამ 3 ადგილით და ბოლოს შევძვერი. სინდისი ძალიან მაწუხებს ყველაზე ცოტა ვიარე. თან შატილამდე 28 კილომეტრი იყო. ძალიან შემეცოდნენ ჩემები. მხოლოდ ის შევძელით რომ ჩანთები გამოგვერთმია.

და აი შატილიც. პირველი რაც გავიფიქრე იყო ნამდივლად ღირდა. შატილი საოცრებაა. კლდეებს შორის კლდეზე კლდის ჩამოშლილი ქვებისგან ნაშენი სოფელი. ნამდვილად ვერ ავღწერ რა გრძნობა დამეუფლა შიგნით რომ შევედი. კოშკები ძალიან ახლოს,თითქმის მიბჯნითაა ნაშენი. ყველას საკუთარი, გამორჩეული არქიტექტურა აქვს. რა ძალამ ააშენებინათ ან როგორ ცხოვრებდნენ ამ პირობებში არ ვიცი. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ ხევსურები ძალიან მამაცები არიან. ერთი რამ რაც არ მომეწონა იყო ის,რომ თითქმის ყველგან გვეუბნებოდნენ გოგოებს მანდ არ გაიაროთ სალოცავიაო. თითქმის მთელი შატილი სალოცავია. საწყალი ქალები ალბათ მთელი დღე კოშკში ისხდნენ. ბევრმა რამემ გამაკვირვა განსაკუთრებით კი კოშკის პატარა შესასვლელებმა. მეც კი ორად მოვიკეცე რომ შევმძვრალიყავი და იმსიმაღლე ხალხი როგორ შედიოდა. როგორ ავღწერო იქაურობა არ ვიცი. ეს უნდა ნახო. შატილში ყველაფერი გაოცებს.

ყოველ ნაბიჯზე პატარა სასწაულს წააწყდები. ახლა მესმის საიდან ასეთი ხასიათი ხევსურებს. კლდეზე ნაშენ კოშკებს რომ შეხედავ გაიფიქრებ როგორ ამაყად დგას, რაც არ უნდა მოხდეს არ ჩამოიშლება. აქ მხოლოდ ამაყი და ძლიერი ადამიანები ცხოვრობდნენ. კოშკის ერთი ოთახი დაგვითმეს და ღამე უძველეს ადგილას გავათენე. საოცარი შეგრძნება იყო. შევიგრძენი როგორ ეძინათ ძველად ხის იატაკზე ( ჩემზე კარგად მაინც ეძინათ მე პარალონიც კი არ მქონდა). 2 დღის უძილო ღამეების შემდეგ ნესტიან საძილე ტომრებში კარგად გამოვიძინეთ. მეორე დილით სასიარულო არ იყო. მეორე დღეს იყო შატილობა.

დღე მეოთხე : 9 საათზე გავიღვიძეთ. იმათ ვინც 28 კილომეტრი იარეს ფეხები საშინლე დღეში ქონდათ,ერთს სიცხემაც აუწია. ამ დღეს სასიარულო არ გვქონდა. შატილობა იყო. დავივიწყეთ გამოვლილი გზა. ყველას მხოლოს ერთი აზრი გვიტრიალებდა თავში : ხინკალი და ბიჭებს ლუდი. ამ დროს ნელ-ნელა გროვდებოდა ხალხი. ვიპოვეთ ცხელი ხინკალი. არ ვიცი დაღლილობის თუ ამდენი ხანი სუპების ჭამის ბრალი იყო,მაგრამ მე ესეთი გემრიელი საჭმელი არასდროს მიჭამია. კუჭს რომ მივხედეთ ისევ სიცივემ შეგვაწუხა. ფეხსაცმელი ჯერ კიდევ სველი მქონდა. შატილში მზე ან სართოდ არ ამოდის ან შუადგეს ცოტა ხნით თუ გამოჩნდება. ამ დროს დაიწყო მზადება კონცერტისთვის.

დაიწყო დოღიც. ეს ცალკე დასაპოსტია. ფინიშთან ვიდექი როცა გამარჯვებულმა ჩამიქროლა ულამაზესი ყავისფერი ცხენით და დაიძახა თუშია თუში. ანუ დოღში  თუშმა გაიმარჯვა. აი ამ მომენტში მეც ისეთი ძალით შევყვირე ჩემი თავის გამიკვირდა. ძალიან ამაღელვებელი ყოფილია ყურებაც კი. მერე დაიწყო ჭიდაობა. ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ასე დამაინტერესებდა. ვიბრძოლე რომ წინ დავმდგარიყავი. ძალიან აზარტული ყოფილა. ბევრი რომ არ გავაგრძელო ვიტვყი,რომ მოვიდა უამრავი ხალხი, სასწაული გარემო იყო, ამ ყველაფრის შემხედვარე სულ არ გამხსენებია რომ 21-ე საუკუნეში ვიყავი,მაგრამ დედაჩემმა შემახსენა. გამყინავი ხმით ყვიროდა ტელეფონში ( მე ჩემი მდინარეში ჩამივარდა) ჩამოდი მოვკვდი ნერვიულობითო. მხოლოდ ერთი მარშუტკა ვიშოვეთ სადაც გაჭირვებით ჩავეტიეთ 3 კაცი და წამოვედი. ვინერვიულე სხვები რომ დავტოვე. ტრანსპორტმა 6 საათი მგზავრობის შემდეგ ნატახტარში მიგივყვანა. იქ მამაჩემი დამხვდა. არ ვიცი რომელი უფრო გამიხარდა მამაჩემის თუ რბილსავარძლებიანი მანქანის დანახვა. სადღაც 11ზე მივედი სახლში. შებოლილი ძეზვის სუნი მქონდა. მაშინვე ვანაში შევვარდი. 6 კაცი იქ დავტოვეთ. ალბათ უკვე წამოსულები არიან.

რამხელა პოსტი გამომივიდა. კიდევ ბევრია გამოვტოვე. ასეთ დღეებში უფრო დავაფასე მზე,ხეები, ჭერი თავზე, ის ცოტა საჭმელიც და რა თქმა უნა ჩემი ყველაზე ამტანი მეგობრები. დასასრულისთვის ვიტყვი,რომ ეს იყო ყველაზე გიჟური, დამღლელი და სტრესული,ბედნიერი დღეები ჩემს ცხოვრებაში. დიდი მადლობა თქვენ ჩემო მეგზურებო.. მომავალ წელს აუცილებლად ჩავალ შატილში,მაგრამ მხოლოდ ბორბლებით 🙂

ეს ვნახეთ წყაროზე. ყურადღებას ვამახვილებთ ადიდასი როგორ უხდება ამ კაცის გამომეტყველებას 🙂

 
3 Comments

Posted by on აგვისტო 7, 2011 დუიმი დაუხარისხებელი

 

განწყობას მოყოლილი :)

ყოველთვის როცა მაქვს ნამდვილი ემოცია და მინდა გავუზიარო სხვებს. თუმცა ვარ მარტო…

ვცვლი ინგლისურ შრიფტს ქართულზე და ვაჭერ გაზიერებას. მხოლოდ ქართული ასოებით…

თითქოს უფრო გაიგებს ჩემი 175 მეგობრიდან რა მინდა და როგორ ვარ…

უცნაურია გყავდეს 175 მეგობარი და თავს მაინც მარტო გრძნობდე…

….

ყოველთვის როცა მეგობრებთან ვარ (რეალურებთან) და ისინი უკრავენ,მღერიან,ამბობენ ლექსებს…

მაშინ როცა ემღერება სულს და ერთად ყოფნით ვართ დამთვრალები…

მინდა ვიმღერო მხოლოდ ქართულად…

მაშინ როცა ჩემს ფლეილისტში მაქსიმუმ 5 ქართული სიმღერაა 🙂

თან არც ხმა მაქვს და არც ნამუსი. მაინც ემღერება ხოლმე სულს მხოლოდ ქართულად.

თქვენთან ერთად…

ერთმანეთი რომ გვიხარია ის მიხარია მე  🙂

თქვენ მიფერადებთ მე ცხოვრებას…

 

მოგსვლიათ თქვენც ასე ? 🙂

 
8 Comments

Posted by on მაისი 31, 2011 დუიმი დაუხარისხებელი

 

ფრანც კაფკა-პროცესი. მცდელობა პირველი

რამდენი ხანია არ დამიწერია არაფერი. ისეთი არც არაფერი მქონდა სათქმელი. თან სწავლამ ძალიან გადამღალა და სულ გადამავიწყდა ბლოგის არსებობა.ახლა ვზივარ და იმდენი აზრი მიტრიალებს თავში არც ვიცი რითი დავიწყო. საქმე ისაა,რომ პირველად წავიკითხე კაფკას პროცესი. პირველად იმიტომ,რომ ვიცი კიდევ ძალიან ბევრჯერ წავიკიტხავ. თან ჩემი მომავალი პროფესიიდან გამომდინარე,დარწმუნებული ვარ რომ ჩემი სამაგიდო წიგნი გახდება. ბევრი რამ გამოცანად დარჩა და იმედია წლები და გამოცდილება მიმახვედრებს კაფკას სათქმელს ცოტათი მაინც . ჯერ პირველწაკითხულის შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და იმედია ორ სიტყვას მაინც გადავაბამ პოსტი რომ დავწერო.

ისევ სწავლის გამო თითქმის 2 თვეა არაფერი წამიკითხავს პატარ-პატარა ნოველებს თუ არ ჩავთვლით,ისიც მგზავრობის დროს განწყობის შესაქმნელად.  ძალიან მჭირდებოდა დასვენება და კარგი წიგნი. დაილოცონ ბუკინისტები. მართალია წიგნს საშინელი ხარისხი აქვს და გადაშლისთანავე დნება ფურცელი,მაგრამ მაინც გამიხარდა 4 ლარად რომ ვიყიდე ნანატრი პროცესი. ამ კვირაში დასვენებებით გაგვანებივრეს ხოდა მეც ჩავუჯექი.

ჯერ წავიკითხე რეცენზია და ცოტა არ იყოს გავღიზიანდი .მაინც მომავალი იურისტი ვარ და არ მესიამოვნა სასამართლო სისტემის ასე აუგად მოხსენიება. თუმცა პირველივე გვერდებიდან მივხვდი რომ სულ ტყუილად  გამოვთქვი პროტესტი. უბრალოდ მივყევი სიუჟეტს.

ბრალდებულ იოზეფ კ-ს დილით ადრე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე თავს დაადგება სრულიად უცნობი განყოფილების რამდენიმე მუშაკი. თუმცა რატომაა იოზეფი ბრალდებული ამას ვერ ვიგებთ. იმ დილის მერე ბრალდებულია და მორჩა. რატომ არც თვითონ იცის. ერთი შეხედვით ძალიან აბსურდულია ასე უბრალოდ მიხვიდე ადამიანთან,განუცხადო რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ოთახიდან არც გამოუშვა. ჩემი ყურადღება უფრო მცველებმა მიიქციეს. როგორც კაფკა უწოდებს მათ პატივმოყვარე გონებაჩლუნგებმა. სამწუხაროდ მაშინვე თვალწინ დამიდგა ჩემს გარშემო ბევრი პოტენციური თუ უკვე შემდგარი მსგავსი ადამიანი. იქნება ეს მომავალი იურისტი,ლექტორი (1-2ზე მაქვს საუბარი), თუ სხვა ამ სფეროდან. იოზეფ კ იქით იყოს და მე თვითონ შემემთხვა საშინელი ფაქტი და ძალიან კარგად ვიცი როგორია კანონის სახელით მოქმედი ამ პატივმოყვარე გონებაჩლუნგებთან ურთიერთობა. თუმცა ისინი მხოლოდ დაბალი საფეხურია. შორიდან სულ სხვანაირად ჩანს ახლოდან ამაზრზენი და გულისამრევია.  ამ ადამიანებს გონიათ ძალიან დიდი საქმე აქვტ დავალებული.კაფკას სიტყვებით, ადამიანურობის ცოტა დოზით გამოვლენაც კი უდიდესი ნაკლია მათთვის. ბრმად ჯერათ,რომ ემსახურებიან რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს და იმის გამო,რომ რამდენიმე დაზეპირებული კანონი და 3-4 ლათინური ფრაზა ზეპირად იციან, თავს უფლებას აძლევენ ზემოდან უყურონ სხვას.

დავუბრუნდეთ იოზეფ კ-ს. მისი პროცესი იმდენად აფსურდულია,რომ თავიდან მასაც ყველაფერი ბოროტი ხუმრობა გონია. სასამართლოს მოხელეები არიან ყველგან,ყევლა სოციალურ ფენაში.თითქოს ერთი მიზანი აქვთ,ამოგხადოს სული. იოზეფსაც სული ეხუთება. ძალიან მუქად დავხატე ყველაფერი,მაგრამ ესე ფიქრობს კაფკა და მეც ვეთანხმები.

’’თუ პროცესში გაგაბეს,  საქმეს აუცილებლად წააგებ’’. მწერალი თვითონაც იურისტი იყო და ნამდვილად ექნებოდა საფუძველი ეს სიტყვები რომ ეთქვა. ნელ-ნელა იოზეფის აფსურდული პროცესი სერიოზულ საქმეს იქცევა და მიდიხარ ერთ დასკნამდე რომ ადამიანი უძლურია მასზე მაღლა მდგომი ყოვლისშემძლე იდუმალი ძალების წინააღმდეგ. ბოლო წინადადებაც შემზარავია. რაც შეეხება იგავს. მინდა ჩემმა ბევრმა მეგობარმა წაიკითხოს და შემდეგ ერთად ვიმსჯელოთ ამაზე. ელოდება ბევრი ამ წიგნს. ხოდა მეგობრებო თქვენ გელით პირველწაკითხვის ბედნიერება და ჩემთან აუცილებელი საუბარი.

ნეგატიური პოსტი რომ არ გამომივიდეს ვიტყვი, რომ  როცა სამართლის ფაკულტეტზე ვაბარებდი ცოტა სხვანაირად წარმომედგინა ყველაფერი. ახლა ვხედავ,რომ ძალიან ბევრი უსამართლობა სწორედ აქ ხდება. სამწუხაროდ გამოვცადე ჩემს თავზე და ვიცი რომ უმეტესად უშედეგოა შეერკინო ამ უდიდეს ძალას. თუმცა იმედს ჯერ არ ვკარგავ. არ ვკარგავ ზუსტად იმიტომ, რა მიზეზითაც ჩავაბარე ამ ფაკულტეტზე (გარდა იმისა რომ 3 გამოცდა ბარდებოდა 🙂 ) სამართლიანობა არსებობს და არც ისე ხშირად,მაგრამ მაინც იმარჯვებს ხოლმე.  მე მჯერა ამის და ძალიან მიხარია ამდენ პოტენციურ პატივმოყვარე  გონებაჩლუნგს შორის ჭკვიანი,მიზანდასახული. ჰუმანური და რაც მთავარია სამართლიანი ადამიანი რომ გამოერევა ხოლმე. ძალიან მიხარია ჩემი საყვარელი ლექტორების ლექციებს სიამაყით რომ ვუსმენ და ვხედავ,რომ არიან ადამიანები,რომლებიც მართლა კარგად აკეთებენ თავიანთ საქმეს. რამოდენიმე ლექტორზე ლეგენდებივით დადის გადაწყვეტილი საქმეები და ვამაყობ ისინი რომ მასწავლიან. და მთავარი არის იმედი,რომ მეც გავაკეთებ რაღაცას კარგად. ასე რომ არც ისე ცუდათაა საქმე. დიდი საფიქრალი გამიჩინა ფრანცმა. ხოდა ვიფიქრებ. მანამდე კი ადამიანის ძირითად უფლებებს ვისწავლი. არადა როგორ მეზარება 😦

 
10 Comments

Posted by on მაისი 14, 2011 დუიმი ლიტერატურა

 

Killing Me Softly ანუ თქვენ არ იცნობთ ჯეკს.

არ იცნობთ და არც დაგაჭირვოთ.ჯეკზე მერე გადავალ,ჯერ ორი სიტყვით ტკბილ სიკვდილზე.

ევთანაზია ისეთი თემაა,არა მარტო საქართველოში,მსოფლიოშიც დაუსრულებლად კამათობენ. განსაკუთრებით იურისტები,ექიმები და საეკლესიო პირები. ყველას თავისი აზრი აქვს. უკვე მომბეზრდა იმდენჯერ განვიხილე ეს საკითხი ცალკე ფილოსოფიის ლექციებზე,ცალკე კონსტიტუციური სამართლის და სამოქალაქო სამართლის ლექტორებთან, ექიმებთან,მომავალ ექიმებთან, მეგობრებთან,ოჯახის წევრებთან და მოკლედ ყველასთან ვისაც არ ეზარება კამათი. პასუხის გაცემა ყველას უჭირს. ბლოგმა რაღა დააშავა აქაც დავწერ. თან ისეთი საკითხია დღეს შეიძლება ასე ფიქრობდე,მაგრამ ღმერთმა ნუ დაგვაჭირვოს და თუ გადაწყვეტილება ჩვენი მისაღებია აი მაშინ მართლა ვინ რას ვიზამთ არავინ იცის.

ევთანაზია- ბერძნულად eut – ტკბილი, უშფოთველი, thanatos – სიკვდილი. ანუ ევთანაზია ნიშნავს ტკბილ სიკვდილს. ეს სიტყვათაშეთანხმება უკვე საშინლად მხვდება ყურში და მაღიზიანებს. ევთანაზია ეს არის უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილის წინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე დაჟინებული თხოვნით. დავიწყოთ იქიდან,რომ ალბათ გქონიათ შემთხვევები ვინმეზე გაგიგიათ რომ აპარატზეა მიერთებული,არაფერი ეშველება,ოჯახსაც უჭირს და ექიმები ოჯახის წევრებს ურჩევენ რომ აპარატიდან გამორთონ პაციენტი. რამდენად სარწმუნოც არ უნდა იყოს ეს არგუმენტები ყოფილა შემთხვევები,როცა ასეთი უიმედო პაციენტი მობრუნებულა და მერე მოუყოლია ამბები განათებულ გვირაბებზე. ასე რომ, სანამ სულ პატარა იმედი მაინც არსებობს არავითან შემთხვევაში არ უნდა გათიშონ აპარატი. ეს ერთი შემთხვევა.

მეორე შემთხვევაა,როცა პაციენტი გონზეა,საშინელი ტკივილები ტანჯავს და უკურნებელი სენი სჭირს. ანუ მისი სიკვდილი მარტო დროის საქმეა. თუ ასე იტანჯება და ვერაფერს ვუშველით სიკვდილში მაინც დავეხმაროთ. ევთანაზია წამებში ხდება. წამლის შეშხაპუნება ვენაში და პაციენტი თავისუფლდება ყველაფრისგან. აი მაგალითად ჰოლანდიაში წამალი კოკტეილის ჭიქით მოაქვთ (თავისი ქოლგით),უდგამენ პაციენტს და მისი გადასაწყვეტია როდის დალევს.

მაშინ რატომ კრძალავს კანონი ტკბილ სიკვდილს? დავიწყოთ იქიდან, რომ სიცოცხლის უფლება ადამიანის ძირითადი უფლებაა. როცა პაციენტს აუტანელი ტკივილები სტანჯავს, იგი საღად ვეღარ აზროვნებს და თუნდაც დაჟინებით მოითხოვდეს ამას,ევთანაზია მაინც სიცოცხლის ხელყოფად ითვლება. აი რას გვეუბნება ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა ამასთან დაკავშირებით :

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლი : მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილებისაგან განთავისუფლების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე“

ასევე სტრასბურგის სასამართლომ ევთანაზია არ დააკანონა. აქვე რუკა,რომელზეც ხედავთ სად არის დაკანონებული ევთანაზია.

ახლა რაც შეეხება ჯეკს. თქვენ იცნობთ ჯეკს? არა ეს არ არის ჯეკი, ეს ალ პაჩინოა

.ეს არის ამერიკაში მოღვაწე სომეხი ექიმი, რომელსაც სიცოცხლეც ენანაბა სხვებისთვის 🙂 ჯეკ ქევორქიანი არის 82 წლის,მოღვაწეობს მიჩიგანის შტატში და ოფიციალური მონაცემებით 130ზე მეტ პაციენტს დაეხმარა უშფოთველ სიკვდილში. 8 წელი ციხეშიც იჯდა მკვლელობისთვის.  ახლა თავისუფალია. სასამართლოში ათობით საქმე მაინც არის აღძრული მასზე. ჯეკ ქევორქიანმა გამოიგონა ევთანაზიის საკუთარი აპარატი. აი მომღიმარი ჯეკი სიკვდილის მანქანასთან ერთად.

’’ღმერთმა დაგლოცოთ ექიმო ქევორქიანო’’ თქვა კურტ ვონეგუტმა. სათაურიდან დასკვნას ნუ გამოიტანთ დიდად არც კურტს ეხატება გულზე 🙂 მე გირჩევთ წაიკითხოთ ეს პატარა მოთხრობა და აუცილებლად ნახოთ ფილმში ,,თქვენ არ იცნობთ ჯეკს’’. თავიდან ალ პაჩინოს გმირი ერთი საყვარელი მოხუცია,მერე ხავიერ ბარდემის გმირს ემსგავსება ფილმიდან ,,მოხუცების ადგილი აქ არ არის’’. დადის გაზის ბალონით (როგორ არის ქართულად? ) და ხოცავს ხალხს. ხავიერი ისე გადასარევი ბიჭია აი ალ პაჩინოს პერსონაჟი კი ნამდვილია და ეს ყველაფერი ახლა ხდება. ჰიპოკრატემ ხო დაუბარა არ ავნოო? ამიტომ მაინტერესებს ექიმების აზრი.რამდენაც შეესაბამება სამედიცინო და მორალურ პრინციპებს ჯეკის სიტყვები : ,,სიკვდილი არ არის დანაშაული’’ ?.

ეკლესიის პოზიცია გასაგებია. სამღვდელოება პირდაპირ მკვლელობად აცხადებს ევთანაზიას. ჩემი,როგორც მომავალი იურისტის და როგორც უბრალო მოქალაქის პოზიცია ასეთია : გინდა უშფოთველი უწოდე,გინდ ტკბილი, სიკვიდილი მაინც სიკვიდილია.

 
4 Comments

Posted by on მარტი 25, 2011 დუიმი დაუხარისხებელი

 

შეხვედრა ბესიკ ხარანაულთან

არც ვიცი როგორ დავიწყო. პასუხს არ ვაგებ ტექსტის ტექნიკურ ნაწილზე. დამთვრალი ვარ პოეზიით და ნორმალურად არც ვიცი რას ვწერ. ბოლოს ასეთი გახარებული მაშინ ვიყავი,დოჩანაშვილს რომ ვესტუმრე. მოგიყვებით ყველაფერს.

კიდევ ერთი სურვილი ავისრულე და ჩემი უსაყვარლესი პოეტს შევხვდი. თუმცა თვითონ ბატონი ბესიკი კი ამბობს რაც უფრო მეტი სურვილი აქვს ადამიანს უფრო მეტადაა შებოჭილიო,მაგრამ შებოჭილი კი არა გადავფრინდებოდი მეექვსე სართულიდან ეს გრავიტაციის კანონი რომ არ მიშლიდეს ნერვებს.

ვინც იცნობს მის შემოქმედებას იცის,როგორი სიყვარულით წერს. ერთდროულად გონებასაც და გულსაც როგორ ჩაითრევს ხოლმე.პირველად 3 წლის წინ გავიცანი.სკოლის პროგრამაში იყო შეტანალი ერთი ლექსი და დიდი მადლობა ამისთვის ავტორებს.იმ დღის მერე მოვიწამლე და მოვიწამლე. ვინც არ იცნობს გილოცავთ და სირცხვილი თქვენ !

’’ჩემში არის ენერგია,რომელიც მასუსტებს’’. დამაჟრიალა ამ სიტყვებზე. მინდოდა მეთქვა,რომ ეგ ენერგია ჩვენ გვკვებავს,მაგრამ შევიკავე თავი 🙂 ძალიან არ მესიამოვნა ის ფაქტი,რომ 2 საათის განმავლობაში არც ალაპარაკეს ნორმალურად კაცი. გამოდიოდნენ სტუდენტები და კითხულობდნენ ლექსებს. კი ბატონო, ვიცი გიყვართ,მაგრამ ლექსები ვიცოდით ისედაც ჩვენ ჩვენი საყვარელი პოეტის მოსმენა უფრო გვინდოდა.

ბევრის დაწერა მინდოდა,მაგრამ არ გამომდის ვერ ვპოულობ სიტყვებს.ცოტა დავმშვიდდები და იქნებ ჩავასწორო შემდეგ პოსტი.

ვისაც რა უნდა ის თქვას. საბედნიეროდ გვყავს ასეთი საამაყო ადამიანები და შეგვიძლია მივიდეთ,დაველაპარაკოთ,ვისწავლოთ რამე სანამ ცოცხლები არიან. გული მეტკინა ხალხმა  იმედის მორიგი პროვოკაცია რომ დაიჯერა. არა! არა და არა ! აბა ერთხელ მოვიდნენ პოეზიის საღამოებზე,ან წიგნის პრეზენტაციაზე, ან ბიბლიოთეკებში შეიხედონ . არ ვართ ჩვენ უწიგნურები რაც არ უნდა გვეძახოთ. ესეთი ადამიანები არსებობდნენ ყოველთვის,მაგრამ ძალით რომ გინდა მასა ტლუ და გაუნათლებელი გამოაჩინო რა ქვია მაგას :@ პრეტენზია რო გაქვს ყველაზე რეიტინგული ტელევიზია ვარო ერთი შემეცნებითი გადაცემა მაინც გააკეთე და 24 საათი ერთუჯრედიანების სერიალებს ნუ უშვებ !

დავუბრუნდები ისევ პოეზიას. მიხარია ძალიან ამდენ ხალხს რომ ვხედავ. ბოლოს გვითხრა კიდეც ჩვენმა პოეტმა, რომ არ ვართ მთლად ასეთი  გაუნათლებელი თაობა 🙂 პირიქით 🙂

რა თქმა უნდა ნობელის პრემიაზეც ვკითხეთ. არ დაიჯეროთო,ეს ქართული ზღაპრებიაო, იქ დედა შვილს არ აიყვანს ისეთი ამბავიაო ( ოხ ეს მაღალთა თავმდაბლობა)

ბოლოსთვის გეტყვით,რომ კიდევ ერთი  მიზეზი მაქვს ასეთი გახარებული რომ ვარ. ჩემი უსაყვარლესი პოეტი გავიცანი. ნუკრი ბერეთელი .დავიბენი თავიდან ვერაფერი ვერ ვუთხარი,რაღაც წავილულღუღე თქვენი ავტოგრაფი მაქვსმეთქი და გავწითლდი.

პოეზიით დამთვრალი წამოვედი სახლში.წამოვედი კი არა გამოვფრინდი. ერთი სული მქონდა მომეყოლა ყველასთვის,მაგრამ 2 სიტყვა ვერ გადავაბი. როცა მართლა რამე გვაქვს სათქმელი,ვერ ვპოულობთ მაშინ სიტყვებს.

სმარი იღებს ავტოგრაფს ჩემთვის და თავიოსთვის :

 
8 Comments

Posted by on მარტი 14, 2011 დუიმი ლიტერატურა

 

ტეგები: , ,

ჩვენი დროის პოეტები

ბევრი ვიფიქრე რა სახელი შემერჩია ამ პოსტითვის. ’’თანამედროვე ქართველი პოეტები’’ ცუდია. აბა დროს რა ხელი აქვს პოეზიასთან. არ ჭირდება თარიღები და დაკონკრეტება. თუმცა ჩვენ ხომ მაინც მეწვრილმანეები ვართ და მაინც მიაწერენ ხოლმე რაღაც ციფრებს. ხოდა მეც ასე დავასათაურებ ჩვენი დროის ქართველი პოეტები.

არ დავწერ მაღალფარდოვან სიტყვებს ’’პოეზია უპირველეს ყოვლისა’’ და მსგავსებს. და ისე ჩემთვის ყოველთვის პროზა იყო პირველ ადგილას . ქართველები ვართ და მე მჯერა რომ ჩვენ განსაკუთრებით გვიყვარს ლექსი.

მაქვს იმის ბედნიერება,რომ ყოველ წელს მთაში ვიარო. წელს განსაკუთრებით გამაოცა მთის ხალხმა. ფეხით მოვიარე თიანეთი და ფშავი. ჩარგალში ჩავედით მეგობრები. ჯერ სულ ტყე-ტყე ვიარეთ და კაციშვილი არ შეგხვედრია,მერე ნელ-ნელა ერთ სოფელს მივადექით და იქ რა თქმა უნდა მე ჩემი დამემართა. ჯერ ბუნების სილამაზისგან გული მქონდა აჩუყებული ნელა მინდოდა მევლო, ყველაფერი რომ მენახა, მაგრამ ჩვენ ჩვენი განრიგი გვქონდა. შებინდებასას შევედით სოფელში. ახლა იმაზე ამიჩუყდა გული ხალხი რომ დავინახე. თან გული დამწყდა დაცარიელებული იყო იქაურობა.  დაგვარიგეს,გვირჩიეს რაღაცეები და დახმარება შემოგვთავაზეს. რა ხალხია, ყველაზე გულიანები. არადა სანამ გაარკვევდნენ ვინ ვიყავით(უცხოელები ვეგონეთ) ერთმა ქალმა დასჭექა რას დაბოდიალობთ აქ ! მერე დაიწყეს ლაპარაკი და კიდევ უფრო დავწმუნდი,რომ სისხლში გვაქვს ქართველებს პოეზია. ისე ლამაზად ლაპარაკობდნენ. იქ სულაც არ იყო 21-ე საუკუნე . გავიფიქრე აი ვაჟას ხალხი. ჩამოვედი თუ არა მინდოდა დამეწერა,მაგრამ გადავდე და მერე გამეფანტა აზრები . ახლა დავწერ.

ფშავი და ვაჟას ეზო 🙂

ცოტა გადავუხვიე,მაგრამ აუცილებელი იყო. მოკლედ ვზივარ ვაჟას ეზოში და გათიშული ვუყურებ მთებს. ამ დროს ერთმა დამთვალიერებელმა სინანულით თქვა,რომ ჩვენ დროში ღირსეული პოეტი არ გვყავს. გავგლიჯავდი შუაზე 2 დღის ნასიარულები რომ არ ვყოფილიყავი. ჩემთვის კი ჩავილაპარაკე მუხრანი მაინც წაიკითხეთქო მარა ვერ გაიგო. რა თქმა უნდა არც ვაპირებ ვინმე შევადარო ვაჟას,მაგრამ ასე ერთი ხელის მოსმით ჩვენი პოეტების ჩამოწერა არ შეიძლება.

წინა წელს ჩემმა უსაყვარლესმა მეგობარმა სმარიამმა,წამიყვანა პოეზიის საღამოზე. ახალგაზრდა პოეტის,ბექა ოთანაძის წიგნის პრეზენტაციას დავესწარი .უნდა ვაღიარო, რომ მანამდე ძალიან ცუდად ვიცნობდი თანამედროვე ქართულ პოეზიას. იმ დღის შემდეგ მგონი პოეზიის საღამო არ გამომიტოვებია. არის ასეთი საიტი  http://urakparaki.com/ ,სადაც იდება ლექსები,ჩანახატები,მოთხრობები და სხვა. ერთ დღესაც დავჯექი და გადავაბულბულე ყველაფერი.მეორე დღეს თვალები საშინლად მტკიოდა . საიტზე შეიძლება დარეგისტრირებული იყოს 500 კაცზე მეტი,მაგრამ რაც წავიკითხე და საღამოებზე მოვისმინე აქედან 5-6 დამამახსოვრდა და შემიყვარდა. დანარჩენს დრო და ხალხი გადაარჩევს. მე ჩემს საყვარელ პოეტებზე მინდა გესაუბროთ. ჯერ ისე არ იცნობენ,როგორც საჭიროა,მაგრამ მალე ისე შეიყვარებენ ამ ხალხს როგორც მე შევიყავრე და შევისისხლხორცე. მიხარია ბევრ ჩემს თანატოლს რო ვხედავ და ძალიან მინდა უფროსებიც მოვიდნენ. ბებიას წავაკითხე ეს ლექსები და ისე გამიხარდა რომ მოეწონა. გასაკვირი არაა ხომ ვიცით რომ პოეზიას ასაკი არ აქვს .

ძალიან რომ არ გამიგრძელდეს გირჩევთ,რომ მხოლოდ ინფომაციითვის შედით საიტზე და აუცილებლად დაესწარით პოეზიის საღამოებს. გარანტიას გაძლევთ,რომ თქვენც ჩემსავით მოიწამლებით ამ ლექსებით. ავტორი რომ კითხულობს სუფთა ემოციებით იმას ვერც წიგნში და მითუმენეს ინტერნეტში ამოკითხული ვერ შეედრება. დავდებ ორ-ორ ლექსს 🙂

თეა თაბაგარი. საოცარი სინაზე მოდის ამ გოგოსგან. ძალიან ტკბილი ხმა აქვს. არანაირი ზედმეტი სიტყვა,სუფთა ემოცია. ნამდვილი ქალური სინაზე და სისადავე. კალანდაძისა არ იყოს თეას ლექსებიც ჩურჩულით იკითხება. ( არ ვადარებ არავის )

ამოვარჩიე ჩემი 2 ფავორიტი.

ჩემი იმერეთის შემოდგომა

ისე მდუმარეა ფოთოლცვენა,

ჰაერს დაწყებია უმადობა,

და მეც გავაკეთე აღმოჩენა,

თურმე,

მონატრება უვადოა.

ხალას ოცნებაზეც ჩამოთოვა,

მაგრამ ნუგეში მაქვს კიდევ ერთი,

ჩემი

იმერეთის შემოდგომა,

ჩემი

შემოდგომის იმერეთი.

რადგან პოეზიამ დამიმონა,

სულში ჩამისახლდა უსახლკარო,

ფიქრი გამიმხილა…

ამიტომაც,

გრძნობები რითმებად უნდა ვღვარო.

მე კი მოლოდინი დამმჩნევია,

ფოთოლცვენისფერი, უხალისო,

რადგან არაფერი დამრჩენია,

თურმე,

შესამჩნევი უამისოდ,

და მეც პოეზიით მოვიარე,

მზის, ზღვის, ხმელეთის და ცის ფერეთი,

ჩემი

იმერეთის შემოდგომა,

ჩემი

შემოდგომის იმერეთი.

http://urakparaki.com/?m=4&ID=6469

.ნუკრი ბერეთელი. არ ვიცი რა დავწერო მე უბრალოდ დავდებ ლინკს და თქვენ მიყევით.

რადგან სოფელზეა, ეს ჩემი ფოტო,რომელიც თიანეთში გადავიღე

http://urakparaki.com/?m=4&ID=24795

ესეც მეორე

მეშენგიღალატებ

მეშენგიღალატებცოლთან,

მოვაისუგულოღამეც

დაესოცნებებიცორთა,

ნერვებგადაყვლეფილწამებს

უფროგააზანტებს, რათა,

ვიგრძნოსაუკუნოზიზღი

თავისდასხვათადასხვათა!

მიწყივსაკუთარის, მიწყივ

მეშენგიღალატებცოლთან,

გულიუძღებიაკაცის,

შენთანყველაფერიმქონდა,

მქონდადიდებაცდამარცხიც

გამოერეოდაზოგჯერ

მარცხსვინდაეძებდამწამდი!

ქისტისმარჯვენივითმომჭერ

კუზადამოზრდილიდარდი.

მეშენგიღალატებცოლთან,

ვიღაცთაფლობისთვედვედრებს

მას, რაცშხამისფერადმორთავს

ჩვენისაძინებლისკედლებს.

დაგულსუშენობანელა,

მშვიდადგამოუტანსწირვას:

ბნელა, შუადღითაცბნელა!

მცივა, ზაფხულშიდაცმცივა!

შენმემიღალატებვეღარ

რადგანერთგულიხარფიცის

რადგანღვთისმშობელთანწევხარ

ისიცდედაადაიცის

შენიერთგულებისფასი.

მევერშეგიფერებრადგან

ბრბოსაცურჩევნიაფარსი!

ყალბისიყვარულისდადგმა!!!

მეშენგიღალატებცოლთან,

მაგრამსიკვდილისწინთუკი

ბოლონატვრისნებამქონდა

დათუავაგლიჯელუქი

(შენცხომუჩემობაარგსურს?)

ნატვრისჩაჟანგებულკარებს,

კვლავშენსსაპატრონოამსულს

შენივგულისკოვზზედავლევ

ნიკა ჩერქეზიშვილი.

ერთხელ მახსოვს მოვდიოდით ერთ-ერთი საღამოდან და ნიკაზე მკითხა მეგობარმა მოგეწონაო? მე ვუთხარი – ამოხეთქვაა გულის ! პირველი ეს სიტყვები მომივიდა თავში. მართლა ეგრეა

http://urakparaki.com/?m=4&ID=19662

მარა

შენისახელიამარა,

შენნამდვილიხარდამაშინ,

როცაცასღრუბელიფარავს,

ანუ,

როცაცივაცაში,

ჩვენისახლისკედლებსათბობ.

შენისახელიამარა,

ჩემიცოლიხარდაროცა,

სულშიმივარდებაქარი

დაჭუჭყითმევსებახორცი,

არასოდესმტოვებმარტო.

შენისახელიამარა,

ქალიხარ, უფროკი, ბავშვი,

ნეკნი, არვიციდამალა

ხერხემლის, როცახარსახლში

ქუჩასეფინებაშუქი.

შენისახელიამარა,

ვართსულუბრალოდდაჩვენთვის,

არცვინმესსიყვარულსვპარავთ,

გვყავსჩვენიშვილიდაღმერთი

ერთმანეთსყოველდღეგვჩუქნის.

თორნიკე ჭელიძე. ძალიან ნაღვილანი ლექსები აქვს თორნიკეს. ერთხელ მახსოვს თავისით წამომივიდა ცრემლები. უცებ მოვიწმინდე არ მინდოდა შეემჩიათ და რომ გავიხედე ბევრი იყო ჩემ დღეში.

”თოკოს,

მამიკოსაგან

12.2001 წ.”

შემდეგ გვერდებს აღარ გადავშლი.

ახლა საწოლში ისე ვწევარ,

როგორც მანქანით გატანილი ძაღლი – ავტოსტრადაზე.

მე დამეჯახა შენი სიკვდილი,

მე შენს სიცოცხლეს შევყმუვლე და ძვლები ამტკივდა.

რა ვუთხრათ ერთმანეთს ამაზე მეტი?!.

ჩვენ ამ ნაწერში ვცხოვრობთ, ვსუნთქავთ, შუქი ავანთეთ

და ყველა სიტყვას, ყველა გრძნობას თითით მოვყვები,

კითხვას კი არა, შენს წაკითხვას ვსწავლობ თანდათან.

http://urakparaki.com/?m=4&ID=3

გენრი დოლიძე. ყველაზე ემოციური და ყველაზე მჭექარე ხმის პატრონი. ბათუმელი პოეტი. ზღვისფერყანწელი J

ბაბუ

მზეჰკიდიაზღვებისგაღმაგაღვივებულბუხართან,

როგორცახლადგამომცხვარიცხელიკეცისმჭადი

ძველნაბადზეწაწოლილიწარსულებზევწუხვარდა

მთვარე, როგორცწველაყველი, მყინვარწვერშიჩადის

სანამცეცხლისაბოლოოდწითელთვალებსმინაბავს,

ურწევსარწივსჩემიცოლიკავკასიურაკვანს

დაკედლიდანგადმომზირალვერმოსწრებულწინაპარს

ვეუბნები: –აქვარ, ბაბუ! მოვედიდააქვარ!

მოვედირომავაშენო, ავაჩემოთავიდან

ოსმალთაგანგადამწვარიმუხისძველიოდა.

ბაბუ, ისდროაღარარის, ბაბუ, ისდროწავიდა!

დანგრეულიეკლესიაცავაშენეთჰოდაააა,

ჰოდა, ბაბუ, წელსპირველადშენითოფიცვაჭექე,

ომშიარა, მაშინროცაშემეძინავაჟი

მერეჩვენიიზაბელაცმივაცალერვაჭიქა,

სიხარულითმედასუფსათავსვიღრჩობდითზღვაში

ამმხარეშირომიყავისიმღერებითცნობილი,

მეცშენსავითნამეტარინამეხარიხმამაქვს

ბაბუ, მეცმყავსერთიკაიაჭარელიძმობილი

გულიანი, ქრისტიანი, ათიშვილისმამა

სანამცეცხლისაბოლოოდწითელთვალებსმინაბავს,

ურწევსარწივსჩემიცოლიკავკასიურაკვანს

დაკედლიდანგადმომზირალვერმოსწრებულწინაპარს

ვეუბნები: –აქვარ, ბაბუ! მოვედიდააქვარ!

ოოხ როგორ კითხულობს თვითონ J უნდა ნახოთ ეს

http://urakparaki.com/?m=4&ID=20775

ეს პოეტები გამოვარჩიე. სანდრო ლორთქიფანიძე,გიორგი საჯაია,ბექა ოთანაძე,მინდია გოგოჭური. ძალიან მომწონს ეს პოეტებიც და სიამოვნებით ვუსმენ ხოლმე. რატომღაც ეს 5 გამოვარჩიე. ყველაზე ახლოს არიან ჩემთან. გაეცანით,შეაფასეთ და არ გამოტოვოთ შემდეგი პოეზიის საღამო 🙂 ძალიან მიხარია,რომ ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდაა ჩვენს შორის და ჩარგალში იმ გოგოსაც გავცემდი პასუხს ლაპარაკის თავი რო მქონოდა 🙂

 
12 Comments

Posted by on მარტი 7, 2011 დუიმი ლიტერატურა

 

ჩვენი შეკითხვები

ეს არის ჩემი და ჩემი ძმის შეკითხვები თამაშისთვის რა?სად?როდის? ჩემი შეკითხვები არის ფერწერაზე,არქიტექტურაზე და კინოზე. დანარჩენი გიოსია.წყარო ბევრს არ მივუთითე უნდა მენდოთ 🙂 პასუხები არის გათეთრებული,სანახავად უბრალოდ პასუხის ველზე დააწკაპუნეთ და გაშავდება . აბა ჩემო ინტელექტუალებო ვინ რამდენს გამოიცნობთ 🙂

1.მე-18 საუკუნის საქართველოში ამ ადამიანებს უწოდებდნენ მორდარებს.მათი ვალი  იყო იქსის დაცვა. ეს სახელი ძალიან ჰგავს ერთ-ერთ სახელგანთქმულ  ფილმში ტერიტორიული ერთეულის დასახელებას.ეს ადგილი ფილმის მიხედვით იქსის სამშობლოა.დამისახელეთ რისი დაცვა ევალებოდათ მორდარებს.

პას: ბეჭდის.

კომენტარი:ყველასთვის ცნობილ წიგნში და ფილმში ,,ბეჭდების მბრძანებელი’’, ადგილი სადაც ბეჭედი გამოჭედეს,იყო მორდორი.მე-18 საუკუნეში მორდარები სამეფო ბეჭდის მცველები იყვნენ.

2.ეს ადამიანი 1863 წელს დაიბადა,მაგრამ იგი მელომანებს ერევათ ერთ შოტლანდიურ როკ-ჯგუფში,რომელიც 2002 წელს დაარსდა.მე არ გეკითხებით არც პიროვნებას და არც ჯგუფის სახელს,დამისახელეთ მოვლენა,რომელიც ამ პიროვნების გარდაცვალებამ გამოიწვია.

პასუხი: პირველი მსოფლიო ომი

კომენტარი:საუბრაი იყო ფრანც ფერდინადზე.

3.ერთ-ერთ ნაწარმოებში დათვს ვერ გაუგია რატომ უნდა იყოს ადამიანი სამყაროს მბრძანებელი.დათვი ოცნებობს ცხოველთა ერთიანობაზე,რასაც შედეგად ადამიანის ბატონობის მოსპობა მოყვება.ყველა თანასწორი გახდება და თვით იქსებიც გაუთანაბრდებიან სხვა ძუძუმწოვრებს. გამოიცანით იქსი,თუ გეტყვით,რომ ამ ნაწარმოების ავტორიც იქსია.

პასუხი:ებრაელი

კომენტარი : ეს არის ჰაინრიხ ჰაინეს ნაწარმოები ’’ატა ტროლი (ზაფხულის ღამის სიზმარი). ჰაინე იყო ებრაელი.

4. თქვენ წინაშეა ვიეტნამის ერთ-ერთი ნაციონალური კერძი,რომელიც იხვის ან ბატის ხორცისგან მზადდება.ასევე უმატებენ ცოტაოდენ არახისსა და მცენარეულობას.ერთი პერიოდი ვიეტნამში ეს კერძი აკრძალული იყო.გამოიცანით ამის მიზეზი.

პას : ფრინველის გრიპი

5.შუა საუკუნეებში მოდაში იყო ძალიან მაღალი შუბლი.მის ხელოვნურად გასაზრდელად ქალები სხვადასხვა ხერხს მიმართავდნენ.ერთი ხერხი იყო თმის რაღაც ნაწილის ამოგლეჯვა. მეორე კი იქსების გაქრობა.მითხარით ყველაზე ცნობილი ქალი,რომელსაც ესენი არ აქვს.თუ  გეტყვით რომ,ის ყველა ჩვენგანს აქვს ნანახი.

პასუხი:მონა ლიზა

კომენტარი: მონა ლიზას არ აქვს წარბები.

6.როდესაც ’’მჯდომარე ხარმა’’ 3000 სიუსთან ერთად გენერალი კასტერი სასტიკად  დაამარცხა, ამ ბრძოლას ამერიკელებმა ’’გენერალი კასტერის იქსი’’ უწოდეს. დაასახელეთ იქსი 2 სიტყვით,თუ გეტყვით რომ ეს სიტყვები ყველაზე ხშირად გლდანელებს და ვარკეთილელებს ესმით.

პასუხი : ბოლო გაჩერება

კომენტარი : არ სჭირდება 🙂

7. ერთ საიტზე ავტორი წააწყდა ძალიან სახალისო ისტორიას,თუ როგორ აღნიშნავენ ზომბები სხვადასხვა დღესასწაულს. რომელ დღესასწაულს აღნიშნავენ ასე ზომბები ?

პასუხი : ვალენტინობას

კომენტარი: ეს ზომბი ჭამს ადამიანის გულს.

8.შეკითხვის ავტორი წააწყდა ერთ უცაურ ფაქტს.მე-18 საუკუნის ინგლისში ადამიანს შეეძლო დაზღვეულიყო იქ წასვლისგან.მრავალ მიზეზთა შორის ასახელებდნენ იმ აუტანელ სიცხეს,რომელიც იქ მოხვედრილ ადამიანს ელოდა.თქვენ კი უნდა გამოიცნოთ პოეტი,რომლმაც იქ მე-13 საუკუნეში იმოგზაურა.

პასუხი :დანტე ალიგიერი

კომენტარი:საუბარია ჯოჯოხეთზე.მე-13 საუკუნეში დანტემ თავის ნაწარმოებში ,’’ღვთაებრივი კომედია’’ ჯოჯოხეთში მოგზაურობა აღწერა.

წყარო :http://listverse.com/2009/11/28/20-more-fascinating-factlets/

9.ეს ფერმწერი თავის გადაწყვეტილებას ასე ხსნიდა : ’’ევროპელმა მხატვრებმა ნამდვილი გრძნობების გადმოცემის უნარი და უშუალობა დაკარგეს’’. დაასახელეთ ტოპონიმი,სადაც მან თავისი სიტყვებით ეს ყველაფერი ახლიდან აღმოაჩინა.

პასუხი: კუნძული ტაიტი

კომენტარი:საუბარია პოლ გოგენზე,რომელიც საფრანგეთიდან ტაიტიზე გაემგზავრა.

10. ელგუჯა მექვაბრიშვილის (ცნობილი ეკონომისტი) წიგნში ვხვდებით საინტერესო თავს,რომელიც მე-20 საუკუნეში გამოქვეყნებული ნაწარმოების სათაურისგან მხოლოდ ერთი სიტყვით განსხვავდება.თავში განხილულია საქართველოში არსებული ეკონომიკური კრიზისის ქრონიკები და დისკუსია მის აღიარებასთან და გამოცხადებასთან დაკავშირებით. თუ მიხვდით ნაწარმოების სათაურს არ გაგიჭირდებათ გამოიცნოთ მისი ავტორი.

პასუხი : გაბრიელ გარსია მარკესი.

კომენტარი: კითხვაში არაერთი მინიშნება იყო მარკესის ნაწარმოების სათაურზე ’’გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკები’’. თავს კი ერქვა ,,გამოცხადებული კრიზისის ქრონიკები’’.

11. თქვენ წინაშეა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი წამების იარაღი,რომლითაც ყველაზე ყველაზე მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს აწამებდნენ.მის წვეროზე ნელ-ნელა თოკით ჩამოშვებული მსხვერპლი ან პირდაპირ მასზე ეცემოდა,ან ნელ-ნელა ქანაობით საშინელი მტანჯველი სიკვდილით კვდებოდა.სწორედ ამ თავისებურების გამო ამ იარაღს ორიგინალური სახელი შეურჩიეს.მითხარით ეს სახელი 2 სიტყვით.

პასუხი: იუდას აკვანი

კომენტარი:როგორც იცით იუდამ თავი ჩამოიხრჩო

წყარო:http://listverse.com/2009/07/20/top-10-gruesome-medieval-torture-devices/

12.მე-18 საუკუნეში ლონდლონში გამოქვეყნებული დადგენილების შესახებ ვკითხულობთ : ’’ მალე ლონდონის ქუჩები გაიწმინდება იმ სიმყრალისგან,რომლითაც ქუჩებს ავსებენ აურაცხელი რაოდენობის მათხოვარნი და ღატაკნი’’. შემდეგ კი ეს სიტყვები შეადარეს ქირურგიულ ოპერაციას,რომელსაც უნდა მოეხდინა ’’ცუდი სისხლის გამოდენა’’ და იქსისთვის გადასხმა. დაასახელეთ იქსი.

პასუხი :ამერიკა

კომენტარი:ასე იყო აღწერილი ლონდონიდან კოლონისტების ამერიკაში გადასახლება.

13. ’’არაბების ბრძოლა ზანგებთან…. უმთვარო ღამეს’’ ასე ეძახიან ხუმრობით მალევიჩის ცნობილ ნახატს ’’შავ კვადრატს’’.გამოიცანით  ერთი ტოპონიმი,რომელიც მე ამ ფრაზაში გამოვტოვე.

პასუხი:შავი ზღვა

კომენტარი: ფრაზაში ყველაფეი მიუთითებს სიშავეზე.(თან ჩემი გუნდის სახელია)

14.

კურტ ვონეგუტი მოთხრობაში ”დროის რღვევა” აღწერს ბინგოს თამაშს ბუნკერში, სადაც ექვსი პატარა ბავშვი ბინგოს ეთამაშება ერთ გიჟს, მის საყვარელს – გავლენიან მეძავს და მის ერთგულ კოჭლ მსახურს. თქვენ უნდა გამოიცნოთ სამივე მათგანი:

პას: ჰიტლერი, ევა ბრაუნი და გებელსი

კომ: 6 ბავშვი მიანიშნებს გებელსის ექვს შვილზე, რომელიც გადმოცემის თანახმად თვითონვე დახოცა, როგორც ვიცით გებელსი კოჭლი იყო.

15.(ჩემი სიამაყე კითხვა):) იქსი 1966 წელს გამოჩენილი პერსონაჟია და მისი სახელი ითარგმნება როგორც ’’ბნელეთის მბრძანებელი’’. აი იგრეკი კი 1997 წელს პირველად გამოჩნდა და მას ხშირად მოიხსენიებენ შავ ლორდად.მითხარით ერთიც და მეორეც,თუ გეტყვით,რომ 1997 წელს გამოსული ნაწარმოების ეკრანიზაციის რუსულ თარგმანში იგრეკის სახელი დამარცვლილია და შეიცავს იქსსაც.

პასუხი : ვოლანდი და ვოლანდ-დე-მორტი.

კომენტარი:1966 წელს გამოვიდა ბულგაკოვის ’’ოსტატი და მარგარიტა’’ ,სადაც ეშმაკს ერქვა ვოლანდი. 1997 წელს კი გამოვიდა ჰარი პოტერი.რუსულ თარგამნში ვოლდემორტის სახელი ასე ჟღერს : ვოლანდ-დე მორტი.

16.სინამდვილეში ამ 2 ნაგებობის დანიშნულებაა დღის შუქი მიაწოდოს უდიდესი მუზეუმის შესასვლელ ჰოლსა და მიწისქვეშა დარბაზს.თუ მიხვდით რომელ ნაგებობებზეა საუბარი,ადვილად გამოიცნობთ ქვეყანას, სადაც მათი ორიგინალების ნახვა შეიძლება

პასუხი:ეგვიპტე

კომენტარი:საუბარი იყო ლუვრის პირამიდებზე

17.2009 წელს გამოვიდა ფილმი The last station. ფილმში მოთხრობილია ერთი მოხუცის ამბავი,რომელიც ღამით სახლიდან გაიპარება და რამდენიმე დღის შემდეგ რკინიგზის უკანასკენ სადგურზე გარდაიცვლება.ეს ფაქტი შეესაბამება რეალობას.გამოიცანით  ვინ არის ეს მოხუცი,თუ გეტყვით,რომ მას რკინიგზასთან დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს 🙂

პასუხი :ლევ ტოლსტოი

კომენტარი : არ სჭირდება მგონი 🙂 და ისე ტოლსტოი ღამით გაიპარა სახლიდან და 10 დღის შემდეგ რკინიგზის სადგურზე გარდაიცვალა.

18.კრისტოფერ რენი იყო ის არქიტექტორი,რომელსაც 1666 წელს ამ ქალაქის აღდგენა დაევალა.რომელი ქალაქის? (ვიცი რო უადვილესია)

პასუხი:ლონდონი

კომენტარი:ამ წელს მომხდარმა ხანძარმა გადაწვა ლონდონი

19.ეს ფერმწერი ერთ-ერთი ტაძრის მოხატვისთვის სამხატვრო აკადემიიდან დაითხოვეს.დათხოვნის მიზეზი ყველა ჩვენგანს უშუალოს გვაქვს ნანახი. დაასახელეთ მხატვარი

პასუხი:ლადო გუდიაშვილი

კომენტარი:მხატვარი ქაშუეთის ეკლესიის მოხატვის შემდეგ დაითხოვეს აკადემიიდან.

წყარო :http://en.wikipedia.org/wiki/Brazilian_Expeditionary_Force_(FEB)

20. ერთ-ერთ საგაზეთო სტატიაში ინგლისის ნაკრების ცუდი გამოსვლით განაწყენებულმა დევიდ ბექჰემმა წარმოთქვა შემდეგი სიტყვები – „მე მწამს, რომ ინგლისის ნაკრები 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდება და გამარჯვების გოლს ფინალში თავად გავიტან“ ეს ჟურნალისტს სასაცილოდ არ ეყო და ციტატას კომენტარად მიაწერა საკმაოდ ცნობილი სამსიტყვიანი ფრაზა. დაასახელეთ ეს ფრაზა

პასუხი: ნეტარ არიან მოწრმუნენი (მართლაც რომ:))

 

ჯერ ეს იყოს და  თუ მოგეწონათ კიდევ დავდებ.

 
3 Comments

Posted by on მარტი 1, 2011 დუიმი რა? სად? როდის ?

 

ოსკარების შემდეგ

პ.ს. ტოტალიზატორში არ დადვდე არაა ჩემი საქმე კუშები და ეგეთები თუნდაც ოსკარებზე. აი თუ ყველაფერი დავსვი გავახარბებ ჩემს ძმას სულ ერთი რო უმაზავს

ესე დავასრულე ჩემი პოსტი ოსკარებზე და კიდევ კარგი,რომ არ დავდე,თორემ მეც ვიტყოდი ’’კიდე ერთმა გამიმაზა ’’ 🙂 საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გამაღიზიანებლად ნაზი თომ ჰუფერის ( ’’მეფის სიტყვა’’) გამარჯვება ცოტა მოულოდნელი იყო და გავბრაზდი კიდეც დარენიც და ფინჩერიც ისე რომ დატოვეს. ნომინაციებზე აღარაფერს ვიტყვი. გადავალ არანაკლებ საინტერესო ნაწილზე.

ყველაზე დიდი წითელი ხალიჩა სწორედ კოდაკის თეატრთან იგება სპეციალურად ამ დღისთვის. გარდა კინომანებისა,ოსკარებს არანაკლებ ელოდებიან მოდის კრიტიკოსები. ჩვენი თვალის გასახარად წელს განსაკუთრებით კარგად გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები.

ნაზ ქსოვილთან შეხამებული ძვირფასთვლებიანი კაბები წელს არა მარტო ოსკარზე,არამედ სხვა დაჯილდოებებზეც ძალიან აქტუალური იყო.ვარსკვლავები პირდაპირი გაგებით ბრწყინავდნენ წითელ ხალიჩაზე (გამონაკლისებიც იყვნენ რა თქმა უნდა).

დავიწყოთ წამყვანით 🙂 ენ ჰეთუვეის ყოჩაღ 8ჯერ გამოიცვალა და თან ყოველ გამოსვლაზე ახალი ვარცხნილობა ქონდა. საერთოდ ენი ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი გოგოა ჰოლივუდში. ეს კაბა ჩემი ფავორიტია

წითელი კაბა წითელ ხალიჩაზე ცოტა სარისკოა,მაგრამ ენი ვალენტინოს  კაბაში( რომელიც ვალენტინოს თავისი მუზეუმიდან წამოუღია),როგორც ყოველთვის ულამაზესი იყო.ვარცხნილობა,მაკიაჟი,აქსესუარები ყველაფერი გემოვნებით იყო შეხამებული.ყოჩაღ ენ !

ჯენიფორ ლოურენსი ცოტა ვულგარულად მომეჩვენა.თავის მშვენიერ ფორმებს ხაზი გაუსვა კელვინ კლაინის კაბაში.სანდრა ბულოკია თუ ბალოკი დიდად გულზე არ მეხატება,მაგრამ ვერა ვონგის კაბა მომეწონა.

ნა ფაქუინმა რაც არ უნდა ჩაიცვას მაინც რაღაცნაირი სოფლური სახე აქვს.მითუმეტეს ეს წითელი ფუშფუშა კაბა არცაა ლამაზი.

ჯენიფერ ჰადსონს 20 კილო დაუკლია.ძალიან კარგი,მაგრამ ცელულიტიანი მკერდის გამოჩენა რა უბედურებაა.

პენელოპა ვერ იყო ფორმაში,მაგრამ ეპატიება ბავშვი გააჩინა ახლახანს.მაინც შეეძლო ხაზი არ გაესვა მომატებული კილოგრამებისთვის 🙂

ეს რა არის error error wrong faces ! omg ამ ღლაპებს რა უნდათ აქ. არა ისე სელენას უხდება ეს კაბა,მაგრამ ოსკარებზე რა უნდათ ამათ !!!!! ისედაც შეგვჭამეს.

ასეთი wrong faces ბევრი იყო. ეს ქალი ვინაა ვერც გავიგე ან რატომ პატიჟებენ ყველა დაჯილდოებაზე. შემაწუხა და დავგუგლე. და აი რა ამომიგდო: კიმ კარდაშიანი (მეზობელი ყოფილა) არის პორნოვარსკვლავი ,რომელიღაც რეალითი შოუს მონაწილე და ახლოს იცნობს ჰოლივუდის მამაკაცებს 🙂 არც გაუჭირდება ისეთი ’’ღირსებები აქვს’’ 🙂

მადონასგან არ გვიკვირს ასეთი ჩაცმულობა და ’’ნატიფი სხეულის’’  დემონსტრაცია და ახლა რა შვილი ყოლია. კარგი ქნა შონ პენმა რო მიტყეპა

ამდენი საშინელების მერე ცოტა თვალი გავახაროთ და გადავიდეთ ყველაზე კარგად ჩაცმულებზე.

მილა კუნისი ელი სააბის კაბაში და მენდი მური . მილას როგორი როლიც აქვს ისეთი კაბა აცვია.თან ძალიან გამომწვევი და თან ნაზი.  მენდი მური ახმოვანებს პრინცესას მულტფილმში Tangled. ამ კაბაში მართლა პრინცესას გავდა.



სტეინფელდი და ჰოლი ბერი მარჩესაც კაბებში. ეს ბავშვი ჯერ 14 წლისაა და რა დახვეწილი გემოვნება აქვს. ყოველთვის სწორად და ასაკის შესაფერისად აცვია.ტიპიური ჰოლივუდის ლამაზმანი გაიზრდება. ჰოლი ბერიც გამოირჩეოდა ,მაგრამ არ მობეზრდა სულ ერთნაირი ვარცხნილობა?

ორსული ნატალი პორტმანი და 65 წლის ჰელენ მირენი. 2 ყველაზე დახვეწილი ქალი. ჰელენს მართლა სამეფო სისხლი აქვს მგონი.ტიპიური არისტოკრატი ქალია ძალიან მომწონს 🙂

რიზ უეზერსპუნი და ემი ადამსი. ემი ადამსი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალია. 163 სმ არის სიმაღლეში და რა კარგი აღნაგობა აქვს. ისევ ბრჭყვიალა კაბა .თმის ფერს ძალიან უხდება ლურჯი,  მაგრამ ეს კულონი მგონი ზედმეტია. თან მკვეთრი ლურჯი და მწვანე 😦 რიზ უეზერსპუნი საერთოდ არ მიმაჩნია ლამაზ ქალად.  თუმცა გუშინ მომეწონა არმანის შავ სადა კაბაში. შავი საერთოდ უხდებათ ქერებს. 156 სმ ყოფილა.

სკარლეტ იოჰანსონი და ნიკოლ ქიდმანი. მიუხედავად იმისა,რომ ნიკოლი ყველაზე მეტად მიყვარს, რომ დავინახე მეხუთე ელემენტი გამახსენდა. სკარლეტი თან მომეწონა თან არა.


გვინეტ პელტოუ და ქეით ბლანშეტი. ქეითზე რა ვთქვა უკეთესადაც ყოფილა. აი თმა კი ძალიან უხდება. გვინეტმა და ნიკოლმა ერთ უცხოპლანეტელთან შეიკერეს ალბათ კაბები 🙂 რა უბედურებაა ეს

მიშელ უილიამსი და შერონ სტოუნი. მიშელი იმ ამაზრზენი ქალის  როლის მერე გულზე დიდად არ მეხატება. თან რაღაც კეკელკა სახე აქვს.ოქროს გლობუსზე ყვავილებიანი კაბის მერე უკეთესს რას ჩაიცმევდა. შანელის კია,მაგრამ ზომბს გავს ეს ქალი და არ უხდება.  შერონ სტოუნი აშკარად დაბერდა და მხედველობა გაუუარესდა ალბათ.

ჰელენა ბონემ კარდემს როგორი როლებიც აქვს ისე აცვია ყოველთვის და ეგრეც უნდა იყოს. თავისი სიგიჟეებიანად მაგარი ქალია. ბოლოს ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი. ისევ მენდი მური.

მამაკაცებსაც შევხედოთ.ვის აინტერესებს რა აცვიათ  ამათ :). მარკ ვოლბერგი რა დაბალი ყოფილა.

კრისტიან ბეილი,კოლინ ფერტი,ჯეფრი რაში,ჯასტინ ჯიმბერლეიკი,ენდრიუ გარფილდი,ჯესი აიზენბერგი, ჯუდ ლოუ და რობერტ დაუნ უმცროსი,ჯეიმს ფრანკო,არმი ჰამერი,ხავიერ ბარდემი.

ბოლოს…. ოსკარი კი ვერ აიღო კაცის საუკეთესო როლის ნომინაციაში,მაგრამ ჩვენ ეჭვი არ გვეპარება მის მამაკაცურობაში. ტუტუცი და მატრაკვეცა  ჯეიმს ფრანკო 🙂

 
15 Comments

Posted by on თებერვალი 28, 2011 დუიმი კინო კინო კინო

 

oscars 2011

რაზე უნდა ყოფილიყო ჩემი პირველი პოსტი თუ არადა კინოზე. თანაც 2 დღეში ოსკარებია. ბავშვობიდან ვათენებ ამ ღამეს რაც არ უნდა ხდებოდეს. წინა წელი იყო გამონაკლისი. პროტესტი გამოვუცხადე სანდრა ბალოკს, ,,ავატარს’’ და  ,, ქარიშხლის მბრძანებელს’’ ისე რომ წითელი ხალიჩისთვისაც არ მიყურებია. ისედაც გაბრაზებული ვარ კინოაკადემიაზე ჯერ ერთი  ტარანტინო რომ დაჩაგრეს წინა წელს, მერე .არც ნორტონს და არც რალფ ფაინსს არცერთი ოსკარი არ აქვთ. არა უმაგისოდაც ზე მსახიობები არიან,მაგრამ მაინც. მიუხედავად ყველაფრისა, წელს განსაკუთრებით ველოდები დაჯილდოებას შემდეგი მიზეზების გამო : 1. 2010 გამოვიდა ჩემი საყვარელი რეჟისორების და მსახიობების ძალიან კარგი ფილმები 2 ღირსეული კონკურენციაა ყველა ნომინაციაში. 3 წითელი ხალიჩას წელს ვეღარ გამოვტოვებ 4.ჯეიმს ფრანკოც და ენ ჰეთუვეიც ცალ-ცალკე ხო მიყვარს და ახლა ერთად წაიყვანენ შოუს.

დავიწყოთ….

10 საუკეთესო ფილმი

1 Black Swan

დავიწყებ ჩემი ფავორიტით.ბოლოთვის მინდოდა მომეტოვებინა,მაგრამ ვერ მოვითმინე.  ,,შავი გედი’’ გამოსვლამდე შემიყვარდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ დარენ არონოვსკი იღებდა. მერე ნატალი + კასელი და რაც მთავარია ფილმი არის ბალეტზე. (ჩემი ბავშვობის განუხორციელებელი ოცნება) გარდა ულამაზესი მუსიკის,მსახიობების შესრულების, და ცეკვის საოცარი სცენებისა არონოვსკიმ კიდევ ერთხელ მიიტანა შეტევა ჩემს ტვინზე. მარტო ბოლო სცენისთვისაც იმსახურებს ეს ფილმი ოსკარს. ნატალი ჩემი ფავორიტია და აიღებს კიდეც. ძალიან მინდა დარენს ჩააბარონ კუთვნილი ოქროს  ქანდაკება. გული დამწყდა მილა კუნისი რომ არ წარადგინეს. ძალიან რომ არ გამიგრძელდეს დავდებ საუკეთესო სცენას.

2 – Inception  ჩემი აწ უკვე ერთ-ერთი საყვარელი ფილმი. მაგრამ ნერვები კი დამაწყდა ყველა სცენა ისეთი დაძაბულია. მიყვარს მე ნოლანი თავისი გადარეული პერსონაჟებით. თან არცერთი მომენტი არ უნდა გამოგრჩეს ბოლო წამამდე გაშტერებული ვუყურებდი. ნუ ,,პრესტიჟის’’ და ,,მომენტოს’’ მერე ნაკლებს არც ველოდი. ნოლანი ყველა საზღვარს გასცდა და ,,დასაწყისი’’ უკვე შევიყვანე ტვინის აფეთქებადი ფილმების სიაში 🙂 რაც შეეხება ფინალს არჩევანი ჩვენზეა როგორ დავამთავრებთ. დაჩაგრული ლეონარდოს თემას ცალკე შევეხები 🙂

3. The King’s Speech

რაც შეეხება ,,მეფის სიტყვას’’ მე ამ ფილმის მთავარ ღირსებად მივიჩნევ არანორმალურად კარგ მსახიობს, ჯეფრი რაშს. ჩემი ბლოგია ეს და ჩემი პოსტი ხოდა რასაც მინდა იმას დავწერ 🙂 ჯეფრიმ ყველზე კარგად ითამაშა და აჯობა კიდეც კოლინს. ფილმი ძალიან კარგია,მომეწონა,მაგრამ მგონია რომ ზედმეტად გადაფასებულია. ინგლისში რომ ასე დააფასეს და ყველა ჯილდო გაატანეს არცაა გასაკვირი  თან დედოფალსაც მოსწონებია.

4- The Social Network

სანამ ვნახავდი ,,სოციალურ ქსელს’’ მაღიზიანებდა ყველა რომ გიჟდებოდა ამ ფილმზე,მაგრამ ვნახე და მივხვდი რატომაც გაგიჟდნენ. დავიწყებ იქიდან,რომ კაცმა რომელმაც გადაიღო ,,მებრძოლთა კლუბი,, , ბენჟამენ ბატონის იდუმალი საქმე ,,, 7 ” და სხვანი და სხვანი…. 🙂 ნაკლებს არც გადაიღებდა. არ ვიცი რამდენად შეეფერება რეალობას,მაგრამ მე ყველაფერი მომეწონა ამ ფილმში. რაც შეეხება მსახიობებს ჯესი აიზენბერგი პირველად ვნახე საერთოდ და რაც არ უნდა გაშტერებული სახე ქონდეს ზუსტად ესეთი წარმომიდგენია ბოღმა,ძუნწი, კომპიუტერული მანიაკი. ანტისემიტიზმში არ ჩამეთვალოს და ებრაელია რა 🙂 ჯასტინის ფანი არასდროს ვყოფილვარ,მაგრამ ძალიან კარგად გააკეთა თავისი საქმე ყოჩაღ ჯასტინ !  სიმპატიური ტიპი,თავისი საქმეც იცის და მაინიაკიც არაა მარკისავით. რესტორანში რომ დააშტერებს ძალაინ მაგარი სცენაა 🙂 მარა მაინც ცუდი ტიპია ბოლოს ედუარდო რომ მოსვამს თავის ადგილზე ეგ სცენა ყველაზე მეტად მომეწონა.  ბოლოსთვის ყველაზე ტკბილი 🙂 ენდრიუ გარფილდი. გარდა იმისა,რომ საოცრად სიმპათიურია 🙂 boy a ამ ფილმში ვნახე პირველად და იმის მერე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მსახიობია. ენდრიუს პერსონაჟი ყველაზე კარგი ტიპია და გამიხარდა რო ასწავლა ჭკუა მარკს. ყველა პრესტიჟული დაჯილდოების მთავარი პრიზი  ,,სოციალურიმა ქსელმა’’ აიღო და მგონია კიდეც რომ ოსკარსაც მიიღებს და სულაც არ დამწყდება გული.

5 The Kids Are All Right . ,,ბავშვები კარგად არიან’’ რასაც ქვია ვაიძულე ჩემი თავი რომ მეყურებინა.დიდი ხანია ვაღიარე რომ, არადტრადიციული ორიენტაციის ხალხის მიმართ დიდი სიმპათიები არ მაქვს 🙂 საბოლოოდ კი ძალიანაც ვისიამოვნე.ანეტ ბენინგი ,,ამერიკული სილამაზის’’ მერე ძალიან მიყვარს. აი ჯულიანა მურის პერსონაჟი ამაზრზენია. საერთოდ ამერიკელების პოზიცია სექსუალური უმცირესობების მიმართ გასაგებია ,მაგრამ მე პას 🙂

6 Toy Story 3

,, სათამაშოების ისტორია’’ კი ყველას გვიყვარს,მაგრამ მე მის მაგივრად ან ,,კუდღლის სოროს’’ ჩავსვავდი, ან ,,არასოდეს გამიშვა’’. შანსი არ აქვთ  ვუდის და ბასს,თუმცა მულტფილმი კარგია დაგაბრუნებთ ბავშვობაში.

7. True Grit კოენები,ჯეფ ბრიჯესი,მეთ დეიმონი ეს სამი მიზეზი უკვე საკმარისია ნომინაციისთვის + ძალიან მომეწონა ეს პატარა გოგო 🙂  რაღაც მაინც აკლია ფილმს ჩემს ფავორიტებთან მაინც ვერ მივუშვებ. 8 სამწუხაროდ არ მინახავს winter’s bone ასე რომ ვერაფერს ვიტყვი 😦

9. The fighter

ვიცი ეს ფილმი ბევრს მოეწონა. სანამ შემეკამათებით გაითვალისწინეთ,რომ გოგო ვარ და ვერ ვიტან კრივს, ოფლიან მამაკაცებს და თან მგონია რომ  ყველა ფილმი ამ სპორტზე ერთმანეთს გავს 🙂 ვაღიარებ,რომ გარდა ცემა-ტყეპისა არის ცხოვრებისეული მომენტები,ეგ კაცებს უკეთ გესმით :). ბეილზე არაფერს ვამბობ როგორც იქნა მიიღებს დიდი ხნის კუთვნილ ოსკარს.

10 . 127 Hours დაბოლოს, მაინც ტკბილი ლუკმა. კაცი დამატყვევებელი მზერა და საოცარი სიცილი.

ზემოთაღნიშნული მიზეზების (და არამარტო) გამო ჯეიმს ფრანკო ჩემი ფავორიტია. ფრანკოს გარდა ფილმს სხვა ღირსებებიც აქვს 🙂 დაფუძნებულია რეალურ ამბავზე, მუსიკა,ოპერატორის კარგი ნამუშევარი, მერე დიალოგი საკუთარ თავთან გადასარევია. ამიჩუყდა გული განსაკუთრებით ბოლოს აუზში რომ ცურავს და ოჯახთან ერთად რო აჩვენებენ.

ძალიან გამიგრძელდა,მაგრამ ცოტა კიდევ უნდა დავწერო.

ქალის მთავარ პრიზს რომ ნატალი აიღებს ეგ ვიცით და გვიხარია 🙂 მაგრამ ჩემი ნიკოლი რომ არ ავღნიშნო არ შემიძლია. ბავშვობიდან ვგიჟდები ამ ქალზე.ყველა ფილმი მაქვს ნანახი და მე რო მკითხო 3-4 ოსკარი მაინც უნდა ქონდეს. აცრემლებულმა ვუყურე ამ ფილმს და გირჩევთ ყველას.განსაკუთრებით ვინც აფასებთ კიდმანს ნიჭს (და არამარტო) .

მიუხედავად ჩემი დიდი სიმპათიებისა ჯეიმს ფრანკოსადმი, 100 %ით ვარ დარწმუნებული,რომ ჩვენი მორცხვი,სიმპათიური და ახლა უკვე მეფე ჩაიბარებს ოსკარს.ჯეფ ბრიჯესი კი კარგია,მაგრამ ეყოფა მაგას დაუტოვოს სხვებსაც. ხავიერ ბარდემის ფილმის უნახავადაც მჯერა,რომ ისევ იმსახურებს. ,,გოიას ლანდებიდან’’ შემიყვარდა ეს კაცი და ყოველთვის one 0f my favourits 🙂

ქალის მეორეხარისხოვანი როლი. აი აქ არ ვიცი რა მოხდება.მალისა ლეოს თამაში მომეწონა ,მაგრამ ემი ადამსი ისე მიყვარს,რომ მიდი ემიიი შენსკენ ვარ 🙂 თმებით რომ ითრევენ ერთმანეთს ეს და ვოლბერგის დები მაგ სცენაზე ბევრი ვიცინე 🙂

ნატალის მსგავსად ყველას გვიხარია ბეილის პირველი ოსკარი.წესით პირველი არც უნდა იყოს. მე კი გულში მაინც ჯეფრი რაშისკენ ვიქნები რა ვქნა ნამეტანი კარგი კაცია 🙂

სხვა ნომინაციებზე მარტო იმას ვიტყვი,რომ საშინლად მაინტერესებს ინიარიტუს ახალი ფილმი. ჩემი უსაყვარლესი რეჟისორი ,,ბაბილონის’’ , ,, 21 გრამის’’ და ,, საშინელი სიყვარულის’’  ნახვის შემდეგ ახალ ფილმის მოლოდინში დავილიე. უნახავად ვგულშემატკივობ ამ ფილმს ნომინაციაში  საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

დაჩაგრულები….

ლეონარდოს ამოუვა ერთხელაც ყელში  დახვდება სადმე კინოაკადემიის წევრებს და რამეს უზამს 🙂 .ნომინაცია მაინც ეკუთვნოდა ფილმისთვის ,,შეშლილთა კუნძული’’ . ცუდები ეგენი. დამიჩაგრეს ენდრიუ გარფილდიც,ასევე მილა კუნისი. გავრაზდი never let me go რომ არ წარადგინეს საუკეთესო ფილმზე. არც პირველები და არც უკანასკნელნი არ არიან კინოაკადემიამ რომ დაჩაგრა. წინა წელს თუ გავიხსენებთ წელს გადასარევი სიტუაციაა. გამიხარდა ჰარი პოტერის 2 ნომინაცია 🙂

დაბოლოს, საუკეთესო რეჟისორი ….. დარენ არონოვსკი 🙂

but the oscar goes to…. David Fincher 🙂

ფინჩერი რა ბუნდოვნად ჩანს აქ.სამაგიეროდ ენდრიუა საყვარელი 🙂

პ.ს. ტოტალიზატორში არ დადვდე არაა ჩემი საქმე კუშები და ეგეთები თუნდაც ოსკარებზე. აი თუ ყველაფერი დავსვი გავახარბებ ჩემს ძმას სულ ერთი რომ უმაზავს 🙂

 
13 Comments

Posted by on თებერვალი 25, 2011 დუიმი კინო კინო კინო

 

ტეგები: , , , , , , ,